100-მილიონიანი შეთავაზება - ბაიერნმა ნაპოლის ოსიმენზე მიმართა
ცნობილია, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ თავდამსხმელის პრობლემა აქვს. ამ მომენტისთვის, ჩუპო-მოტინგიც ტრავმირებულია, მაგრამ ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც „რეკორდმაისტერი“ ლევანდოვსკიმ დატოვა.
გერმანული გიგანტის რადარზე ვიქტორ ოსიმენი იმყოფება და დიდი ხანია მიმდინარეობს საუბრები ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებაზე.
დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
❗️News #Osimhen: The 24 y/o top striker would definitely join Bayern in summer! Confirmed again and today. Bayern bosses like him a lot. His management and the player are aware of it. More talks could follow in the next weeks. It’s all about the price - and Tuchel. @SkySportDE ???????? pic.twitter.com/u4ubLQOzUc
— Florian Plettenberg (@Plettigoal) April 11, 2023
ვიგებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში, მიუნხენური კლუბის წარმომადგენლები ოსიმენის გარემოცვას დაუკავშირდნენ. ცნობილია ისიც, რომ იმ პერიოდში „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ბუნდესლიგის ჩემპიონებისთვის ძვირი გამოდგა.
პლატენბერგის ცნობით, „რეკორდმაისტერი“ აღნიშნული თანხის გადახდას დათანხმდა. მიუნხენში 24 წლის თავდამსხმელი ძალიან მოსწონთ და ზაფხულში პრიორიტეტი სწორედ მისი ტრანსფერი იქნება, მაგრამ გაჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი. „პარტენოპეი“ ახლა 130 მილიონს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენს ახლა ტრავმა აქვს, რის გამოც ის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.