ხვიჩა კვარაცხელია, ვედრან ჩორლუკა, დარკო იევტიჩი
Aa
Aa

„რუბინში ყველას მოტყუებას ცდილობდა, ზედმეტი მოსდიოდა, ახლა დაბალანსდა“

შვეიცარიელმა ფეხბურთელმა დარკო იევტიჩმა, რომელიც ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო, სერბულ 24sedam-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩას წარმატებულ იტალიურ კარიერაში დარწმუნებული იყო, თუ „ნაპოლიში“ თავისუფლად თამაშის საშუალებას მიიღებდა.

დარკო იევტიჩი: „ველოდი, რომ „ნაპოლიში“ ასე ითამაშებდა. ყველაზე დიდი ტალანტია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. მას რაღაც რონალდინიოსი აქვს. ბავშვობაში რონალდინიოს მხიარულ თამაშს მოუთმენლად ველოდი. კვარას რაღაც მსგავსი აქვს. ზოგჯერ ვერ გრძნობდა, როდის უნდა დაერტყა კარში, როდის უნდა შეესრულებინა პასი, ვარჯიშზე ყველა თანაგუნდელის მოტყუება შეეძლო, ზოგჯერ ზედმეტი მოსდიოდა, ახლა კარგად კომბინირებს, ბალანსი დაიჭირა. 

„ნაპოლიში“ მწვრთნელმა საუკეთესო რამ გააკეთა - მას თავისუფლება მისცა. ხვიჩას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან თუ ორთაბრძოლას აგებს, ართმევაზე თამაშს ცდილობს, არ ნებდება.

სეზონის დასაწყისში თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ თუ ნეაპოლში თავისუფლად თამაშის საშუალებას მიიღებდა, სერი ა-ში ყველას გაანადგურებდა. და გაანადგურა“.

მიმდინარე წლის თებერვალში ხვიჩას შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ამჟამად კი ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ვედრან ჩორლუკამ ისაუბრა. მისი აზრით, ხვიჩა მოსკოვის „ლოკომოტივში“ ყოფნისას მუდმივად მოტყებაზე „მიდიოდა“.

ჩორლუკა ხვიჩაზე: „ხვიჩა - ტოპ. ჩვენ ცოტა შოკირებულნი ვიყავით: ის ძალიან თავხედი იყო. ზოგჯერ ვუყურებდით მას და ვფიქრობდით: „რას აკეთებს?“ ყოველთვის, როცა ბურთს იღებდა, კარისკენ არტყამდა, პასს არ აკეთებდა. მან იცოდა, რომ ის თვისებები ჰქონდა, რომლებიც „ლოკომოტივს“ ძალიან აკლდა, ბურთს ვაგორავებდით, მაგრამ წინ ნაკლებად მივდიოდით“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 25 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 32 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ასე გააგრძელა, კონკურენტს სასტარტოდან ამოაგდებს“ - უკრაინული მედია გოჩოლეიშვილზე
„თუ ასე გააგრძელა, კონკურენტს სასტარტოდან ამოაგდებს“ - უკრაინული მედია გოჩოლეიშვილზე