ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი: “ჩემი ოცნება აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაა“

ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და „მილანთან“ ვერ ითამაშებს. ამ სიტუაციით გამოცემა DailyMail-მა ისარგებლა და ნიგერიელ თავდამსხმელთან ინტერვიუ ჩაწერა.

ოსიმენი:

„თუ ჩვენ სკუდეტოს მოვიგებთ ნეაპოლი ისეთივე აღარასდროს იქნება, როგორც აქამდე. მე ვხედავ ხალხის ცრემლიან თვალებს. მათ სკუდეტოს მოგების გემო მარადონას შემდეგ აღარ უგემიათ. ისინი ხანდახან ფეხბურთელების სახლთან მიდიან, რათა თავიანთი სიყვარული აჩვენონ. ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და ხშირად წარმოვიდგენ რა მოხდება აქ ჩემპიონობის შემდეგ.

„ნაპოლიში“ ოსტიგორთან ერთად ვთამაშობ, რომელიც ერლინგ ჰოლანდის მეგობარია და ისინი ერთად ნორვეგიის ნაკრებში თამაშობენ. ერლინგს დიდ პატივს ვცემ და მის მატჩებს ხშირად ვუყურებ. ოსტიგორი მის მაისურსაც დამპირდა. ეს ძალიან მიხარია.

არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემი ოცნება აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაა. ცერემონიაზე 2015 წელს ვიყავი და მაშინ ეს ტიტული ობამეიანგმა მიიღო. ჩემი პირველი ევროპული გამოცდილება „ვოლფსბურგში“ დაიწყო და ეს არც ისე კარგი იყო. ახლა ქვეყანა შევიცვალე და თავს კარგად ვგრძნობ. მშვიდად ვარ და ჩემს საქმეს წარმატებით ვაკეთებ. წარმატებული სეზონი მაქვს და შესანიშნავი სტატისტიკა დავაფიქსირე. ამით კი ვამაყობ.“

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 29-ჯერ მოირგო, 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევანში მილანთან? - LIVE განხილვა „საგოლე გადაცემა“-ში
რევანში მილანთან? - LIVE განხილვა „საგოლე გადაცემა“-ში