“ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია“ - ტეო ნაპოლისთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „როსონერის“ მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ტეომ?
„4:0 პირველივე მატჩში? არა ეს სისულელეა. ბევრი კარგი მატჩი გვქონდა, მაგრამ ხვალინდელი დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. 4:0 მოგებული შეხვედრა ბალანსს არ ცვლის. ეს უბრალოდ შემდეგი მატჩი იქნება. ძალიან ძლიერ „ნაპოლის“ ველოდებით, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.
იყო „მილანის“ ვიცე-კაპიტანი ეს საამაყოა. მწვრთნელი, მალდინი და მასარა ყოველთვის მენდობოდნენ. ოქროს ბურთზე, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ. მნიშვნელოვანი მხოლოდ ხვალინდელი მატჩია. ჩემი ოცნება ამ გუნდში დიდი ხნით დარჩენაა. რეალურად, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.“
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.