სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„კვარა ცრუ ცხრიანზე? ყველაფრისთვის მზად ვართ“ - პიოლი მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „მილანი“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

რას ამბობს პიოლი:

ბოლო 6 შეხვედრიდან, 3 „მილანმა“ ნეაპოლში მოიგო, „ნაპოლიმ“ კი მილანში: ვფიქრობ, ახლა განსხვავებულ ბალანსს ვნახავთ, რადგან ჩემპიონთა ლიგა აბსოლუტურად განსხვავებული რამეა. ეს არის ეტაპი, რომელშიც 180 წუთი, ან უფრო მეტი ვითამაშებთ და გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. ბოლოდროინდელი თამაშები გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს, თუმცა ამ ორ მატჩში ესენი არ გამეორდება.

იქნება თუ არა მისაღები ფრე, ან 1:0 გამარჯვება? შესანიშნავი მატჩი უნდა ჩავატაროთ და მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთი შევთავაზოთ, მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი, გამარჯვებული კი ორი მატჩის შემდეგ გაირკვევა.

ყველა სიტუაციაში დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. „ნაპოლის“ მაღალი დონის გუნდი ჰყავს და ვხედავთ, როგორც თამაშობენ. მათ შეუძლიათ ყველა იმ შეცდომით ისარგებლონ, რომელსაც დავუშვებთ. მათ ჩვენთვის ბევრი ხიფათის მოტანა შეუძლიათ.

იტალიის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვაჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია თამაში. მაღალი გონებრივი ინტენსივობით თამაში გვჭირდება და შანსები, რომლებსაც შევქმნით, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ვართ თუ არა აუთსაიდერები? მოდით სერია A-ს თავი დავანებოთ და ჩემპიონთა ლიგაზე ვისაუბროთ, ისტორიასა და ოცნებებზე. მაქსიმალურად მშვიდად ვართ. შეხვედრისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ და იმედი მაქვს იმ ენთუზიაზმით ვითამაშებთ, როგორიც ვარჯიშებზე ვიხილე. ნახევარფინალში, ან ფინალში გასვლა ფანტასტიკური გრძნობა იქნება.

რისი მეშინია? „ნაპოლი“ არის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დღეისთვის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. მათ აქვთ შესანიშნავი ხარისხი და ეს უმიზეზოდ არ ხდება. ვფიქრობ, დარჩენილ რვა გუნდში ისინი ყველაზე ძლიერები არიან, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, რომ კარგი თვისებები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

კვარა ცრუ ცხრიანზე? წინასწარ არ ვიცი რას შემოგვთავაზებს სპალეტი, მაგრამ ბიჭები ყველა სიტუაციისთვის მზად არიან. ბოლო შედეგისგან გათვალისწინებით, შესაძლოა, დაცვით ფაზაში განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეთ. არ ვიცი, აქტიურად შეგვიტევენ, თუ ჩვენს მოქმედებებს დაელოდებიან. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თავისუფალი სივრცეები შევუზღუდოთ.

შეგახსენებთ, რომ „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 12 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბარსელონასთან“ - ანჩელოტი ჩელსისთან მატჩზე
“ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბარსელონასთან“ - ანჩელოტი ჩელსისთან მატჩზე