კრიშტიანუ რონალდუ, სამირ ნასრი
Aa
Aa

ნასრი მანჩესტერთან მატჩზე: „დიადი რონალდუს წინააღმდეგ ჩავისვარეთ“

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდა. „წითელმა ეშმაკებმა“ „მეთოფეები“ ორი მატჩის ჯამში 4:1 გაანადგურეს და ნასრიმ დაასახელა მიზეზი, რომელმაც ლონდონელთა ფიასკო განაპირობა.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ემირეითზე გიჟური ატმოსფერო ვიხილე. დროშებს ყველგან დაინახავდით და საოცრება ხდებოდა. როცა ასეთი მატჩისას მოედანზე გადიხარ, მთელ ტანში ჟრუანტელი გივლის და გრძნობ, რომ შესანიშნავი შეხვედრა გველოდება, თუმცა ჩვენ ჩავისვარეთ. ჩავისვარეთ დიადი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ ნასრიმ კარიერა „მარსელში“ დაიწყო და ფრანგული გრანდის ღირსებას 2004-დან 2008 წლამდე იცავდა. ლონდონურ გრანდს იგი 2008 წელს შეუერთდა და 2011-მდე დარჩა, შემდეგ კი „სიტის“ მიაშურა, რომლის რიგებშიც 2017 წლამდე ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ემეტი პირველ რაუნდში დასაფინიშებლად იდეალური კანდიდატია“
თოფურია: „ემეტი პირველ რაუნდში დასაფინიშებლად იდეალური კანდიდატია“