ვილი სანიოლი
Aa
Aa

„სანიოლი საერთოდ არ გამხსენებია“ | რა მოხდა გადაცემაში „ვის უნდა გახდეს მილიონერი“

ცნობილი სატელევიზიო პროგრამის, „ვის უნდა გახდეს მილიონერის“ გერმანული ვერსიის ბოლო გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე 25 წლის ლუკა დემირელი გახლდათ. იგი 32 000 ევრომდე ავიდა და გადაწყვიტა, ეპასუხა შეკითხვისთვის, რომლის გამოცნობის შემთხვევაში, 64 000 ევროს დაისაკუთრებდა. სამწუხაროდ, მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი გადაავიწყდა, რის გამოც, მხოლოდ და მხოლოდ 500 ევროს დასჯერდა.

წამყვანის შეკითხვა ასეთი იყო: „რომელ კლუბებს ჰყავდათ 1982 წლის შემდეგ გამართული ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მინიმუმ 1 წარმომადგენელი? სავარაუდო პასუხები: A) ინტერი და ბაიერნი; B) ბაიერნი და რეალი; C) რეალი და არსენალი; D) არსენალი და ინტერი. დემირელმა დიდი ხნის განმავლობაში იფიქრა, რის შემდეგაც 50/50-ზე გამოიყენა და კომპიუტერმა B და D ვარიანტები წაუშალა.

„2014 წლის გერმანიიდან არსენალში ვინ თამაშობდა? ალბათ იოზილი... თუ სწორად მახსოვს, იოზილი მაშინ არსენალში ასპარეზობდა. 2006 წლის ფინალში ერთმანეთს იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ და იმ შეხვედრაში ბაიერნს წარმომადგენელი არ ჰყოლია. იტალიამ ჩვენ გამოგვაგდო და ბაიერნიდან არავინ ჰყავდა. საფრანგეთშიც ასე იყო. იმედია, სულელურ შეცდომას არ ვუშვებ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გადავწყვიტე, გავრისკო. სწორი პასუხია C, რეალი და არსენალი და ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა“ - უთხრა ლუკამ გადაცემის წამყვანს.

„ვილი სანიოლი? ფრანგი ფეხბურთელი ბაიერნში თამაშობდა, როცა 2006 წელს საფრანგეთი ფინალში გავიდა და სწორი პასუხი ინტერი და ბაიერნია“, - უთხრა ლუკას გადაცემის წამყვანმა. „არააა! ვილი სანიოლი საერთოდ არ გამხსენებია...“, - განაცხადა დამწუხრებულმა დემირელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი VS ბაიერნი - მატჩის წინ
მანჩესტერ სიტი VS ბაიერნი - მატჩის წინ