საქართველოს ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის თასი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის სახელობის ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველ მატჩში ირლანდიის ნაკრები მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხეს.
პირველ შეხვედრაში სოფია შაფათავა სინეად ლოჰანს დაუპირისპირდა, თუმცა შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.
მეორე მატჩში ეკატერინე გორგოძემ სელინ სიმუნიუ 3 სეტში; 6:3, 6:7, 6:1 დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების ქულა კი წყვილთა დაპირისპირებაში, ეკატერინე გორგოძემ და ნათელა ძალამიძემ მოიპოვეს. ქართულმა წყვილმა სინეად ლოჰანის და სელინ სიმუნიუს წყვილის დამარცხება 2 სეტში, ანგარიშით: 6:3, 6:3 შეძლო.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.