ვილიარეალი, ფედე ვალვერდე, ალექს ბაენა
Aa
Aa

ბაენაზე თავდასხმის გამო ვალვერდე შესაძლოა მკაცრად დასაჯონ

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, ფედერიკო ვალვერდე „ვილიარეალის“ ნახევარმცველ, ალექს ბაენაზე თავდასხმის გამო შესაძლოა მკაცრად დასაჯონ.

გავლენიანი გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიისა და სპორტში შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისია ინციდენტს 17 აპრილს, სპეციალურ სხდომაზე განიხილავს. კომისიის წევრები პოლიციიდან შესაბამის მასალებს მიიღებენ, რომელსაც შეისწავლიან.

განიხილება ორი დოკუმენტი: სამედიცინო დასკვნა, რომელშიც აღწერილია „ვილიარეალის“ ნახევარმცველის მარცხენა ლოყის არეში მიღებული დაზიანება და მის მიერ, პოლიციაში შეტანილი საჩივარი „რეალის“ ფეხბურთელის ქმედებასთან დაკავშირებით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესის დაწყება გარდაუვალია, თუ ალექს ბაენა სამართალდამცავი ორგანოდან საჩივარს არ გაიტანს. არსებობს მეორე ვარიანტიც, თუ ექსპერტიზა „ვილიარეალის“ ფეხბურთელის დაზიანებას უმნიშვნელოდ ჩათვლის, ანუ არ საჭიროებას ოპერაციასა და მკურნალობას. ამ შემთხვევაში ვალვერდეს მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კომისიას, რაიმე ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, შეუძლია გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს გადასცეს, რომელიც ფედერიკო ვალვერდეს დისკვალიფიკაციაზე იმსჯელებს. ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც შესაძლოა ფეხბურთელს მიუსაჯონ, 6 თვით ყველანაირი სპორტული აქტივობის შეზღუდვაა. თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, თუ ალექს ბაენას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ დაუდგინდა, შესაძლებელია, რომ ვალვერდე 2-დან 4-მატჩამდე დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ნახევარმცველი ალექს ბაენას ფიზიკურად სანტიაგო ბერნაბეუს პარკინგზე დაუპირისპირდა, მიზეზად კი „ვილიარეალის“ ფეხბურთელის მხრიდან, მისი არდაბადებული შვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი რეპლიკები სახელდება. ცნობისთვის, ვალვერდეს მეუღლეს რამდენიმე დღის წინ მუცელი მოეშალა, ბაენამ კი ურუგვაელს თამაშის დროს ასეთი რეპლიკა მიაძახა: „იტირე ახლა, რადგან შენი შვილი არ დაიბადება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაენამ სამართალდამცველებს მიმართა | ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა
ბაენამ სამართალდამცველებს მიმართა | ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა