გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რომელი კლუბია მამარდაშვილის რჩეული | რას წერს El Gol Digital

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება. სხვადასხვა დროს, „ღამურების“ გოლკიპერი „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ტოტენჰემს“, „ჩელსის“, „ლესტერსა“ და „ლიდსს“ დაუკავშირეს. „ჩე“ „მამარდას“ გასხვისების წინააღმდეგი არაა და კლუბის გეგმებთან დაკავშირებით, El Gol Digital-ი ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

ესპანური გამოცემის მიხედვით, გიორგის ფავორიტი გუნდი შერჩეული ჰყავს. El Gol Digital-ის ცნობით, ქართველ მეკარეს ყველაზე მეტად „ჩელსიში“ გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს. „ლურჯები“ მას აქტიურად აკვირდებიან და დიდი შანსია, ზაფხულში „ვალენსიას“ წინადადებით მიმართონ.

„ეკონომიკური პრობლემების გამო, ვალენსია იძულებულია, რადიკალური ზომები მიიღოს, რათა ფინანსური ანგარიშები დააბალანსოს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ქართველ გოლკიპერს გაასხვისებს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მამარდაშვილს სასურველი ვარიანტი უკვე შერჩეული აქვს და მისი რჩეული ჩელსია. ლონდონელები ტოპ დონის მეკარეს ეძებენ და თვალი ვალენსიას ფეხბურთელს დაადგეს“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 28-ვე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის საკითხი | როგორი სქემით ითამაშებს ნაპოლი
ოსიმენის საკითხი | როგორი სქემით ითამაშებს ნაპოლი