შოკისმომგვრელი ფაქტი: 27 წლის ასაკში ილია კერძევაძე გარდაიცვალა
27 წლის ასაკში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი ილია კერძევაძე გარდაიცვალა.
მას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ყველაზე გამორჩეული პერიოდი 17-წლამდე ნაკრებთან ერთად გაატარა, როცა ევრო 2013-ის ფინალურ ეტაპზე ვასილ მაისურაძის გუნდი ნახევარფინალში გავიდა.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მას რუსთავის „მეტალურგში“ (2011), „ზესტაფონში“ (2012), გორის „დილას“ სარეზერვო გუნდში (2013-14), „სამტრედიაში“ (2014-15), `„შუქურაში“ (2015-16), „გარდაბანსა“ (2016) და „შევარდენში“ უთამაშია.
2012-13 წლების სეზონში „ზესტაფონთან“ ერთად საქართველოს სუპერთასი მოიგო, 2014-15 წლების სეზონში „სამტრედიასთან“ ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.