ვიქტორ ოსიმენი, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

ოსიმენის საკითხი | როგორი სქემით ითამაშებს ნაპოლი

La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება, რომელშიც საუკეთესოს ვინაობას „ნაპოლი“ და „მილანი“ გაარკვევენ, ვრცლად განიხილეს. ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია მოგვაწოდა და ლუჩანო სპალეტის გეგმებზე დაწერა.

„პარტენოპეის“ თავდამსხმელის თამაშის საკითხი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვევა და მას მოედანზე გასვლის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ ტრავმის რეციდივის ალბათობა არ იარსებებს. ხვალ დილით, ოსიმენს გამოკვლევები ჩაუტარდება და „ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება მიღებულ პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

ოსიმენს გუნდთან ერთად დღესაც არ უვარჯიშია და La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, მცირეა შანსი, რომ „მილანთან“ გასამართ პირველ შეხვედრაში მოედანზე იყოს. სპალეტის გეგმებს რაც შეეხება, იტალიური გამოცემის ცნობით, არის შანსი, ლუჩანო ვალდებული გახდეს, ხვიჩა კვარაცხელია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ათამაშოს, ფლანგები კი პოლიტანოსა და ელმასს ჩააბაროს. არსებობს მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, ოსიმენის ნაცვლად რასპადორი იასპარეზებს. პრობლემა ისაა, რომ იტალიელის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შესაძლოა, სპალეტის მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ეგიდით, 12 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. „როსონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
DonDiario: “რეალის სკაუტებს ხვიჩას ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობა მოსწონთ“
DonDiario: “რეალის სკაუტებს ხვიჩას ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობა მოსწონთ“