გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ვაისი ჩაკვეზე: მენტალურად დავასვენე, ლიგაში გოლი არ გაუტანია

ფორტუნა ლიგის მე-4 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ შინ „დუნაისკა სტრედა“ 2:1 დაამარცხა. ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო 11-ეულში არ შეიყვანა, თამაშში 61-ე წუთზე ჩართო. 64-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა 66-ე წუთზე ჩაკვეტაძის ჩაწოდებასა და რიკოშეტს ჩავრიჩის გოლი მოჰყვა. 69-ე წუთზე აბუბაქარმა გამარჯვების გოლი შეაგდო, თუმცა პირველ ადგილზე კვლავ „დუნაისკა სტრედაა“ და მეორეადგილოსან „სლოვანს“ 3 ქულით უსწრებს.


მატჩის შემდეგ „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ არ ათამაშა ჩაკვეტაზე სასტარტოში, ვაისი ასე პასუხობს:

„ჩაკვეტაძეს მენტალურად დასვენების საშუალება მივეცი, რადგან მას ლიგაში (იგულისხმება სლოვაკეთის ფორტუნა ლიგა) გოლი არ გაუტანია, არც საგოლე პასი შეუსრულებია. მჯერა, რომ მეტ სათამაშო დროს მიიღებს“.

ვაისმა აღნიშნულ კომენტარში მცირე შეცდომა დაუშვა, რადგან გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 19 მატჩში 2 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ცხადია, ვაისს გაცილებით მეტის მოლოდინი აქვს.

ვაისმა 35 წლის გურამ კაშიასა და 37 წლის ჯაბა კანკავაზეც ისაუბრა. კაშიამ სასტარტოში ითამაშა და 75-ე წუთზე მცირე ტრავმის გამო შეცვალეს. ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სლოვაკმა მათ პროფესიონალიზმს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

„გურამს კუნთი აწუხებდა, მძიმე ტრავმა არაა. 36 წლისაა და ამ სეზონში ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარა. მას ქედს ვუხრი, როგორც იქცევა და რასაც ფეხბურთისთვის აკეთებს. ასევე, ხედავთ ჯაბა კანკავას. ეს დაუჯერებელია...“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, ოსიმენის გარეშე პრობლემები შეექმნას“ - მოჯი კვარაზე
„შესაძლოა, ოსიმენის გარეშე პრობლემები შეექმნას“ - მოჯი კვარაზე