ირის ანტმანი
Aa
Aa

ოფიციალურად - ირის ანტმანი საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია

სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გიორგი ჩხაიძე გაათავისუფლეს, რომლის ნაკრებმაც ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. მეტიც, უკანასკნელ საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაუშვა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალთა ეროვნული ნაკრები მწვრთნელის გარეშე იყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ქართველ გოგოებს გამოცდილი ირის ანტმანი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი. მე მჯერა, რომ შრომით, თავდადებით და დისციპლინით ჩვენ ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს.“

- განაცხადა ირისმა

ცნობისთვის, 47 წლის სპეციალისტს ისრაელიდან 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს.

ასევე გეტყვით, 2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2023-2024 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან დ 5 დეკემბრის ჩათვლით შედგება.

ირის ანტმანის სამწვრთნელო კარიერა

2010-2015 - ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

2012-2019 - ისრაელის ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი (16-19 წლამდე გუნდები)

2015-2017 - ისრაელის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2018-2019 - ისრაელის 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2022 - ჰაპოელი ნოფ ჰაგალილის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები