მილანი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლუჩანო მოჯი
Aa
Aa

„შესაძლოა, ოსიმენის გარეშე პრობლემები შეექმნას“ - მოჯი კვარაზე

„იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ოსიმენთან ერთად ნეაპოლური კლუბი დაუმარცხებელია, მის გარეშე კი ძალიან კარგი გუნდია.

ლუჩანო მოჯი: „ნაპოლის“ ასე კარგ გუნდად არასდროს აღვიქვამდი. ოსიმენის გარეშე „ნაპოლი“ იგივე გუნდი არაა.  ნეაპოურული კლუბისთვის „მილანი“ ყველაზე უხერხული მეტოქეა მათ შორის, ვინც შეიძლება შეხვედროდა“.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს, „მილანი“ „ნაპოლის“ 12 აპრილს უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება. სავარაუდოდ, ოსიმენი საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს.

Tuttomercatoweb-ის ერთ-ერთი კითხვა 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარს ეხებოდა, რამდენად აქვს იმის მოლოდინი, რომ ზაფხულში „ნაპოლი“ კვარაცხელიასა და ოსიმენს გაყიდის.

„ნაპოლის“ შესახებ საკმარისი ცოდნა მაქვს. „ნაპოლი“ ოსიმენის გარეშე კარგი გუნდია, ოსიმენთან ერთად კი - დაუმარცხებელი. კვარაცხელიას ოსიმენთან დუეტის გარეშე შესაძლოა პრობლემები შეექმნეს. თუ შესანიშნავი წინადადებები იქნება, შესაძლოა შემოთავაზებები განიხილონ და შეფასდეს“.

მოჯის ანტონიო კონტეზეც ჰკითხეს, ხედავს თუ არა მას „ინტერში“.

„შესაძლოა, „ინტერში“ არ დაბრუნდეს, მაგრამ თუ „მილანში“ ცვლილება იქნება, „როსონერისთვის“ იდეალური ვარიანტია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბანი: „ნაპოლი ფავორიტია, ოსიმენისა და კვარას შემცვლელები ჰყავს“
ბანი: „ნაპოლი ფავორიტია, ოსიმენისა და კვარას შემცვლელები ჰყავს“