ტოპ 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი კვიპროსში - ქვილითაია ათეულშია
საქართველოს ნაკრებისა და „აპოელის“ 29 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულშია.
პირველ ადგილზე ივიცა ივუშიჩია – ხორვატი მეკარე, რომელიც კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში იყო. ბალკანელი იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში „პაფოსში“ გადავიდა და გუნდის ყველაზე ფასეული შენაძენი გახდა – მის ტრანსფერს გავლენიანი გამოცემა Transfermarkt-ი ხუთ მილიონ ევროდ აფასებს.
გიორგი ქვილითაია ათეულში მეშვიდე ადგილზეა. ქართველი თავდამსხმელი ერთი პერიოდი ამ სიის ლიდერიც იყო – „აპოელის“ ქართველი კაპიტნის საბაზრო ღირებულება 1,8 მილიონ ევროა.
კვიპროსში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას გერმანული გამოცემა ასე აფასებს:
გიორგი ქვილითაია, აპოელი – 1.80 მილიონი ევრო
ლაშა დვალი, აპოელი – 0.500
ლევან ხარაბაძე, პაფოსი – 0,500
ავთო ებრალიძე, ანორთოსისი – 0,300
მურთაზ დაუშვილი, აპოელი – 0.250
გიორგი ლორია, ანორთოსისი – 0,200