ისრაელ ადესანია, ალექს პერეირა
Aa
Aa

ამას 6 წელიწადი ელოდა | ადესანიას პასუხი პერეირას შვილს

UFC 287-ის მთავარი მოვლენა ისრაელ ადესანიასა და ალექს პერეირას დაპირისპირება გახლდათ. „უკანასკნელმა სტაილბენდერმა“ ბრწყინვალედ იასპარეზა, ბრაზილიელი, რომელთანაც 3 ბრძოლა ჰქონდა წაგებული, მეორე რაუნდში დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.

გამარჯვების შემდეგ, ადესანიამ პერეირას აღნიშვნა გამოიყენა და მეტოქეს 3 ისარი დააჭედა. „იზის“ ბრაზილიელი მებრძოლის შვილიც არ დავიწყებია, რომელმაც მეორე ჩხუბის ნოკაუტით წაგების შემდეგ დასცინა. 2017 წელს, ადესანია და პერეირა ერთმანეთს კიკბოქსინგის ორგანიზაციის ეგიდით, ბრაზილიაში დაუპირისპირდნენ. პერეირამ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და ბრძოლის შემდეგ, მისმა შვილმა ადესანიას წაქცევის იმიტაცია გააკეთა.

„მეწვრილმანე ადამიანი ვარ. მახსოვს, ბრაზილიაში წაგებული ბრძოლის შემდეგ, მისი შვილი რინგზე გამოვიდა, ჩემ გვერდით დადგა და მკვდარივით დაეცა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: „შე პატარა პრ***, თუ მამაშენი არ გცემს, მე გცემ". გამარჯვების შემდეგ, მის შვილს გავხედე და გავახსენე, რაც გააკეთა“, - განაცხადა ადესანიამ სატიტულო ჩხუბის შემდეგ.

როგორც მოგეხსენებათ, ადესანია ანიმეს დიდი მოყვარულია და პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: „ცხოვრება ანიმეს რომ ჰგავდეს, პერეირას შვილი გაიზრდებოდა და MMA-ის მებრძოლი გახდებოდა, რის შემდეგაც შურისძიებას მოისურვებდა. იჩხუბებდი მასთან?“. „პრობლემა არაა“, - უპასუხა ადესანიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“