ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სალვატორე ბანი, ალესანდრო კოსტაკურტა
Aa
Aa

ბანი: „ნაპოლი ფავორიტია, ოსიმენისა და კვარას შემცვლელები ჰყავს“

მილანის „ინტერისა“ (1981-84) და „ნაპოლის“ (1984-88) ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „მილანი“ - „ნაპოლის“ წყვილში ფავორიტად ლუჩანო სპალეტის გუნდი დაასახელა, რადგან ნეაპოლურ გუნდს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს.

„კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ „ნაპოლი“ „მილანთან“ მატჩს ფავორიტის სტატუსით დაიწყებს. „ნაპოლის“ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია. ოსიმენთან ერთად თუ მის გარეშე, „ნაპოლი“ იგივეს გააკეთებს. ასეა, რადგან ლუჩანო სპალეტის ბევრი ძლიერი ალტერნატიული მოთამაშე ჰყავს, მათ შორის კვარაცხელიასთან მიმართებაში. დიახ, ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ ფავორიტია“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 25 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 32 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

„მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი „სკაი სპორტის“ მიმომხილველმა ალესანდრო კოსტაკურტამ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა:

„ვფიქრობ, ისეთ თამაშს ვიხილავთ, სადაც გამარჯვებული 180 წუთში გადაწყდება და არა პირველ 90 წუთში. ვფიქრობ, თამაშის დასაწყისში შესაძლოა ჩაკეტილი თამაში ვიხილოთ, გასაოცარ შედეგს არ ველი. მწვრთნელები ნეაპოლში ჩატარებულ მატჩს კარგად შეისწავლიან“.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანი“ „ნაპოლის“ 12 აპრილს უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე“ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“
პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“