ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, კრისტიან პანუჩი
Aa
Aa

პანუჩი: „მილანი გავა, ლეაუ კვარაზე გადამწყვეტია“

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან პანუჩიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელშიც მისი „როსონერი“ „ნაპოლის“ შეხვდება. პანუჩიმ გულშემატკივრებს საკუთარი პროგნოზი გაუზიარა და ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შორის თავისი რჩეულიც დაასახელა.

„ჩემი აზრით, მომდევნო ეტაპზე მილანი გავა. როსონერი კარგ ფორმაშია და მთავარია, სან სიროზე გამართულ შეხვედრაში, სასურველი შედეგი დააფიქსიროს. ჩემპიონთა ლიგა სერია A-სგან განსხვავდება, თუმცა ნაპოლის 4:0-ით დამარცხებამ მილანს თავდაჯერებულობა გაუზარდა, რაც გუნდს ნამდვილად გამოადგება.

ლეაუსა და კვარას შორის რომელს ავირჩევდი? პორტუგალიელი ფეხბურთელი საკუთარი გუნდისთვის უფრო გადამწყვეტია. როცა ლეაუ მაღალ დონეზე ასპარეზობას იწყებს, თამაშში მთელი გუნდის ჩართვას ახერხებს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მომდევნო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 12 აპრილს გაიმართება. „როსონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და ამ გუნდების საპასუხო შეხვედრას 18 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენით ვამაყობ“ - მამუკელაშვილის თამაშს ყოფილი თანაგუნდელი გამოეხმაურა
„შენით ვამაყობ“ - მამუკელაშვილის თამაშს ყოფილი თანაგუნდელი გამოეხმაურა