გოგა ბითაძე, შარლოტი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 20 წუთი - ორლანდომ რეგულარული სეზონი მარცხით დაასრულა

NBA-ს რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩში, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „მაიმი ჰიტსს“ შეხვდა და 13 ქულის სხვაობით, 123:110 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა სოლიდური სათამაშო დრო მიეცა. გოგამ პარკეტზე 20:19 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გოგა ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა.

ორლანდოდან საუკეთესო კალათბურთელი 22 ქულით კევონ ჰარისი გახდა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის წოდება კი უდონის ჰასლემს ერგო, რომელმაც „მეჯიქის“ ფარში 24 ქულა ჩააგდო.

აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარულ სეზონში, „ორლანდო მეჯიქმა“ 34 მოგებით და 47 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა და მხოლოდ „შარლოტ ჰორნეტსა“ და „დეტროიტ პისტონსს“ გაასწრო. შესაბამისად, ქართველი კალათბურთელის გუნდმა პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა და სეზონიც ნაადრევად დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას პროდუქტიული მატჩი ჰქონდა | ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე ისევ წააგო
შენგელიას პროდუქტიული მატჩი ჰქონდა | ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე ისევ წააგო