სევილია, თბილისის დინამოს აკადემია, დარასელიას თასი
Aa
Aa

გამარჯვება სევილიასთან! - დინამოს 16-წლამდე გუნდი დარასელიას თასის გამარჯვებულია

თბილისის „დინამოს“ 16-წლამდე გუნდი ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გამარჯვებული გახდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ფინალში ესპანური სევილიას ასაკობრივი გუნდი დაძაბულ შეხვედრაში, 2:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიგო.

უმცროსმა „დინამოელებმა“ პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით დათმეს, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, 2:1 გაიმარჯვეს.

შესაბამისად, ტურნირზე პირველი ადგილი თბილისურ კლუბს ერგო, მეორე პოზიციაზე „სევილია“ გავიდა, მესამე ადგილი კი „ჯენოამ“ დაისაკუთრა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი იტალიური გუნდი, „მონცა“ 3:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები