სასუოლო, ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, არმან ლორიენტე
Aa
Aa

„ძალიან მინდა მათნაირი ფეხბურთელი ვიყო“ - სასუოლოს შემტევი კვარა-ლეაოზე

იტალიური „სასუოლოს“ ფრანგმა შემტევმა, არმან ლორიენტემ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათნაირ ფეხბურთელად ყოფნა სურს.

რას ამბობს ლორიენტე:

იტალიის ჩემპიონატის გასაცნობად და შესასწავლად დიდი დრო არ მქონია, რადგან როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე მოედანზე გამიყვანეს. გამიმართლა, რომ ვთამაშობ გუნდში, რომელიც ჩემს თვისებებს უფრო აძლიერებს, ესენია: სისწრაფე და ერთი-ერთზე თამაში.

ვფიქრობ, რომ ჩემს პოზიციებზე საუკეთესო მოთამაშეები ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაუ არიან. მათნაირი რომ გავხდე, უფრო ეფექტურად უნდა ვითამაშო, ამისთვის დრო მაქვს. ისინი ძალიან ეფექტურები არიან. როდესაც მათ უყურებ, ხვდები, რამდენად კარგად იცნობენ თავის ძლიერ მხარეებს და იციან, როგორ გამოიყენონ ისინი. ასევე, კარგად ეხერხებათ საკუთარი სისუსტეების დამალვაც.

ცნობისთვის, არმან ლორიენტე „სასუოლოში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ დროისთვის, „სასუოლო“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენს ლეჩესთან თამაში უნდოდა, ის მოედანზე მანქანითაც შევა“
„ოსიმენს ლეჩესთან თამაში უნდოდა, ის მოედანზე მანქანითაც შევა“