ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელი - რომელ ადგილზეა კვარაცხელია

გავლენიანმა იტალიურმა სააგენტომ, Tuttomercatoweb-მა 29 ტურის შემდეგ სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეთა ოცეული გამოაქვეყნა, რომელშიც ბუნებრივია, ხვიჩა კვარაცხელიაც არის შეყვანილი და ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

გამოცემა ამბობს, რომ ოცეულში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც მთელი სეზონის განმავლობაში ხმა მინიმუმ 15-ჯერ მაინც მიიღეს.

სია ასე გამოიყურება:

  1. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.22 ქულა
  2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 6.86 ქულა
  3. პაულო დიბალა (რომა) – 6.59 ქულა
  4. გუილელმო ვიჩანიო (ემპოლი) – 6.48 ქულა
  5. მატია ძაკანი (ლაციო)  - 6.48 ქულა
  6. არმანდ ლაურიენტე (სასუოლო) – 6.48 ქულა
  7. დომენიკო ბერარდი (სასუოლო) – 6.47 ქულა
  8. კიმ მინ-ჯე (ნაპოლი) – 6.45 ქულა
  9. ადემოლა ლუკმანი (ატალანტა) – 6.42 ქულა
  10. სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი) – 6.40 ქულა
  11. მარკო კარნესეჩი (კრემონეზე) – 6.38 ქულა
  12. ადრიე რაბიო (იუვენტუსი) – 6.38 ქულა
  13. ემილ აუდერო (სამპდორია) - 6.34 ქულა
  14. ლუის ალბერტო (ლაციო) – 6.32 ქულა
  15. რასმუს ჰოილანდი (ატალანტა) – 6.32 ქულა
  16. პასკუალ მაცოჩი (სალერნიტანა) – 6.32 ქულა
  17. ნიკოლო ფაჯიოლი (იუვენტუსი) – 6.31 ქულა
  18. ლუის ფერგუსონი (ბოლონია) – 6.31 ქულა
  19. კრის სმოლინგი (რომა) – 6.31 ქულა
  20. სტეფან ელ შაარავი (რომა) – 6.31 ქულა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში „ნაპოლის“ მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ხვიჩა 2003/04 სეზონის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც TOP 5 ლიგაში 10+ გოლისა და საგოლე გადაცემის მოგროვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: ოსიმენი და სიმეონე მილანთან მატჩს გამოტოვებენ
Il Mattino: ოსიმენი და სიმეონე მილანთან მატჩს გამოტოვებენ