მადრიდის რეალი, ედერ მილიტაუ
Aa Aa

“ახლავე გეტყვი, მოემზადე ტანჯვისთვის“ - მე ედერ მილიტაო ვარ

„ჰეი ედერ!

დიახ, შენ გელაპარაკები..

არ ინერვიულო. არასწორად არაფერი გაგიკეთებია. მე აქ იმისთვის ვარ, რომ შენს ცხოვრებაზე სხვადასხვა ამბები მოგიყვე..

შენ ალბათ არცერთს არ დაიჯერებ, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ უბრალოდ მენდო..

მე ვიცი, რომ შენ შენს ქუჩაზე ყველაზე მშვიდი ბავშვი ხარ. შესაძლოა მთელს სერტაოზინიოშიც კი.. ძალიან მაგარია!! ისიც ვიცი, რომ მამაშენი პროფესიონალი ფეხბურთელია, მაგრამ ფეხბურთი შენი საქმე არ არის..

მე არ ვამბობ, რომ ეს სპორტი არ გსიამოვნებს. უბრალოდ გატაცებული არ ხარ.. დროს ძირითადად საყვარელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ატარებ. ბედნიერი ხარ და ფიქრობ, რომ ცხოვრებაზე ამაზე უკეთესი ვერ იქნება..

კარგი, მეგობარო შენთვის რაღაც სიახლეები მაქვს..

ფეხბურთში ისეთ დონეზე ჩაერთვები, რომ შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. მეტსაც გეტყვი ედერ, ფეხბურთი იმდენად მნიშვნელოვანი გახდება, რომ ამის გამო სახლსაც კი დატოვებ..

დიახ, ასე იქნება, მაგრამ ძალიან ნუ ინერვიულებ. ყველა ეს ცვლილება შენ და შენს ოჯახს ბედნიერებას მოუტანს..

და ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე წარმოიდგენდი..

ნება მომეცი გითხრა, თუ როგორ განვითარდა ეს ზღაპარი..

ერთ დღეს შენ იმ საფეხბურთო სკოლაში მიხვალ სავარჯიშოდ, სადაც მამაშენი მწვრთნელად მუშაობს. მან ეს არ იცოდა და შენი იქ დანახვა გააოცებს..

მან ისიც კი არ იცის რა შეგიძლია ბურთთან ერთად. იმ მომენტში მოისმენ სიტყვებს, რომელიც შენს გონებაში სამუდამოდ დარჩება. ეს ხუმრობა შენს მეგობრებში კიდევ უფრო აქტუალური გახდება..

მამაშენი მწვრთნელია და ტალანტების აღმოჩენა შეუძლია..

მისი განაჩენი ახალგაზრდა მილიტაოს შესახებ ასეთი იქნება:

„ნამდვილად არ ვიცი შეუძლია, თუ არა მას თამაში.“

როდესაც გუნდებს ორად გაყოფენ და ფეხბურთელებს აირჩევენ, შენ უკანასკნელი არჩევანი იქნები!

მაგრამ ედერ, ეს არ იქნება მიზეზი, რომ თავი დამცირებულად იგრძნო. ეს მხოლოდ პირველია იმ მრავალი სიურპრიზებიდან, რომელსაც ცხოვრება გიმზადებს. ბურთით ისეთ რაღაცებს გააკეთებ, რასაც შენგან არავინ ელოდა. კონკრეტულად იმ მატჩში საუცხოო დრიბლინგს შეასრულებ და გოლს გაიტან.

ვერავინ შეგაჩერებს..

გაბრაზდებიან..

მალე შენი ნიჭით ყველა აღფრთოვანდება. სკოლის გუნდები შენს მოსაპოვებლად ჩხუბს დაიწყებენ. მიუხედავად ამისა, შენ ამ ყველაფერს მნიშვნელოვნად მაინც ვერ აღიქვამ. ეს დიდი საქმე არ გგონია.. რა თქმა უნდა, შენ ფიქრობ, რომ ფეხბურთი მაგარია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არა..

თამაში შენთვის ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორი ხარ ან როგორ ხარ იმ მომენტში. ეს ასევე არ ცვლის შენს ცხოვრებისეულ შეხედულებებს..

სინამდვილეში შენთვის უფრო ღირებული სხვა რაღაცებია. მაგალითად, ოჯახთან ერთად დიდი დროის გატარება..

მე შენ არ გადანაშაულებ ედერ. არ ცდები, რომ ასე ფიქრობ.. ის, რაც შეიძლება სხვებისთვის სისუსტე იყოს, შენთვის უდიდესი ძალაა..

ასე, რომ სწავლების პროცესში არაფერზე ინერვიულო. არც იმაზე ინერვიულო, როდესაც სათამაშოდ „სან პაულუ“ მიგიწვევს.

სპოილერი: ეს იქნება იმ დიდი გუნდებიდან პირველი, რომელშიც შენ ითამაშებ..

ისიც უნდა გითხრა, რაც არც ისე მაგარია..

მზად ხარ?

ბევრს იტირებ ედერ.. მაგრამ ამის მიზეზი შეურაცხყოფა ან დამცირება არ იქნება! მწვრთნელები შენს ნიჭს ყოველთვის გამოარჩევენ, მაგრამ შენი გული მშვიდი არ იქნება. თავს დაუცველად იგრძნობ და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შენი მშობლებისგან ძალიან შორს ხარ..

ჩემო მეგობარო, ვერ მოგატყუებ, ეს ადვილი არ იქნება..

დადგება დღე, როდესაც ყველაფრის დათმობაზე იფიქრებ. როგორც პროფესიონალს, ფეხბურთის თამაში აღარ მოგინდება. ოჯახისგან და მეგობრებისგან სიშორე შენს განწყობაზე იმოქმედებს..

მაგრამ დედაშენი დაგისვამს ისეთ კითხვას, რომელსაც მხოლოდ ისეთი ადამიანი გკითხავს, რომელიც კარგად გიცნობს.

ის გკითხავს: „ეს ყველაფერი არ გინდა?“

ედერ, ნება მომეცი გითხრა.. როდესაც ამას გაიგონებ თვალებს გაახელ!!

უცებ სხვა კუთხით დაინახავ რა ხდება შენს თავს..

შენ უფრო დააფასებ მწვრთნელების შექებას..

ედერ, რაც შენთვის ბუნებრივად ხდება ეს სხვებისთვის ადვილი არ არის. შენ უბრალო ფეხბურთელი არ ხარ..

დედაშენის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანი მაშინ გახდება, როდესაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახებენ..

ეს იქნება დეტალი, რომელიც გაკლია. ყველაფერი შეიცვლება.. ნაკრებში თამაში ყველა შენს გრძნობას გააძლიერებს.

იმ მომენტიდან ნათლად გაიაზრებ, რომ გინდა იყო ფეხბურთელი!!

ეს დარწმუნება კი ფეხბურთის მიმართ შენს დამოკიდებულებას შეცვლის. ვიცი, რომ უდიდესი თავდაჯერებით ითამაშებ, მაგრამ მოედნის მიღმა შენი ერთგულება მყარი გახდება. მე ვსაუბრობ ისეთ საკითხებზე როგორიცაა ფიზიკური მომზადება, სწორი კვება და ენერგიის აღდგენა..

რეალურად, შენ გვერდზე გადადებ შენს ჩვევებს და რამდენიმე მეგობარს, მაგრამ ეს ისეთი მტკივნეული აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ყველა მოგენატრება, მაგრამ ცხოვრებამ ახალი დანიშნულება მოგცა და ამით ყველაფერი შეიცვლება..

ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდება, რომ „სან პაულუში“ მოხვედრის პირველ დღეს ძლივს გაიხსენებ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამას გაიხსენებ არის ის, რომ... კარგი მოდი  რეზერვებს დავუბრუნდეთ..

შენ ყველაფრის დაწყება ნულიდან მოგიწევს..

მე გითხარი, რომ ძალიან გულწრფელი ვიქნები და ახლა გეტყვი, რომ გაგიჟდები!!

მაგრამ გახსოვდეს! შენ არ შეგიძლია იმედგაცრუება, არ შეგიძლია ყურადღების დაკარგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული იქნები, რომ დანებდე..

არა ედერ! ამის ნაცვლად შენ გაიხსენებ მომენტს, რომელმაც გაგზარდა. სკოლაში კარგი არასდროს ყოფილხარ, მაგრამ ზოგიერთი გამოცდილება აუცილებლად გამოგადგება.

ბოლოს და ბოლოს რამდენი კარგი მოთამაშე არ დადგა პროფესიონალი ფეხბურთელი? რამდენი იოცნებებდა შენს ადგილზე ყოფნას?

სწორედ ამიტომ, ყოველთვის მადლიერი იქნები იმისი, რაც გაქვს. ყველა შეამჩნევს, თუ როგორი თავმდაბალი ხარ მოედანზე და მის გარეთ.

2017 წელს, როჟერიო სენი პირველ გუნდში დაგაწინაურებს. კლუბის ეს ლეგენდა მხარს დაგიჭერს და ამის შემდეგ დაიწყება მოგზაურობა, რომელიც ძალიან გაგაკვირვებს..

ეს სასტიკი იქნება, მაგრამ არასდროს დაგავიწყდება „პორტუში“ ტრანსფერი. ამის შესახებ ჯერ შენთვის არ მითქვამს, მაგრამ, როდესაც ეს მოხდება ახალ მიზანს დაისახავ - ჩემპიონთა ლიგაზე თამაში!!

ევროპაში იმაზე ადრე გადახვალ, ვიდრე ეს შენ წარმოგედგინა და მეტიც, ჩემპიონთა ლიგაზე გოლს შენს მეხუთე მატჩში გაიტან.

ედერ, ეს მომენტი განსაკუთრებული იქნება. დღესაც, ამდენი მატჩის შემდეგ ამ გოლის დეტალურად გახსენება შეგიძლია. ოლივერ ტორესის ჩაწოდება, შენი თავური და ბურთი კარის ბადეში ჩუმად გაეხვა..

ეს გრძნობა ენით აუწერელი იქნება. და ერთადერთი, რაც იმ მომენტიდან გემახსოვრება, არის ზეიმი. სალტოს შესრულების დროს რაღაცას არასწორად გააკეთებ და ცუდად დაეცემი.. კინაღამ სერიოზული ტრავმა მიიღე..

შენს გონებაში სამუდამოდ კიდევ ერთი ფაქტი დარჩება. პირველი გამოძახება ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.

რამდენიმე წლით ადრე PlayStation იყო ერთადერთი გზა, რომლითაც ამ ბიჭებთან ერთად თამაში შეგეძლო. ახლა ისინი შენი გუნდელები არიან..

დანი ალვეში

კაზემირო

ტიაგო სილვა

ნეიმარი..

ეს დაუჯერებელი იქნება, მაგრამ ყველაფერი კარგად წავა. შენ მონაწილეობას მიიღებ ისეთ ხუმრობებში, რომლებიც ნაკრების სადილის დროს ხდება. ახლავე გეტყვი! მოემზადე ტანჯვისთვის!

მინდორზე გასვლის შემდეგ, სიმშვიდე დაგეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავების გვერდით თამაშობ, ძალიან თავდაჯერებული იქნები..

ეს შენი კარიერის მომდევნო ნაბიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება..

ხედავ, ის ბავშვი, რომელიც ფეხბურთს არც ისე მნიშვნელოვნად აღიქვამდა, მადრიდის „რეალის“ გეგმებში მოხვდა..

იმ დროს სხვა დიდ კლუბში აპირებდი გადასვლას, მაგრამ, როდესაც მამაშენი „სამეფო კლუბის“ შეთავაზებაზე გეტყვის სხვა ვერაფერზე ვეღარ იფიქრებ..

არ ინერვიულო ედერ. მალე დამშვიდდები, რადგან ეს შენი მთავარი ძალაა. ეს გეხმარება იმის ახსნაში, თუ ვინ ხარ რეალურად.. სიმშვიდე შენი ბუნების ნაწილია!

როდესაც გაიაზრებ, რომ გასახდელში სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, მარსელო და რაფაელ ვარანი გიზის უბრალოდ გაიღიმებ.. თითქოს ეს შენს ცხოვრებაში სხვა დღე იყოს..

ედერ, ახლა შემიძლია გითხრა, რომ შენი ინტროვერსია შენს დატოვებას არ აპირებს, მაგრამ შენ მის დატოვებას მოედანზე გასვლის წინ ისწავლი!! როდესაც იგრძნობ, რომ თანაგუნდელებს მოტივაციისთვის ან გაფრთხილებისთვის უნდა დაუყვირო, საერთოდ არ მოგერიდება..

მოედანზე ბევრად მეტს ილაპარაკებ, ვიდრე მის გარეთ. თითქოს ჯადოსნურ ჯოხს იქნევ და სხვა ადამიანი ხდები. მალე ყველა გაიგებს, რომ ესპანეთში თამაშობს ფეხბურთელი სახელად ედერ მილიტაო, რომელიც ძალიან რთულად მოსატყუებელია!!

შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებ, მაგრამ შენს თავდაჯერებულობას ვერაფერი წაგართმევს!!

აი კიდევ ერთი მაგარი რამე.. მიხვდები, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ შენი ნიჭის გამო არ მიაღწიე. ეს მოგზაურობა გაცილებით მეტია.. საუბარია ყველა იმ ფეხბურთელზე, რომელთან ერთადაც ოდესმე გითამაშია. ეს ასევე ეხება შენს მეგობრებს. მათთან ერთად ბევრი მომენტი გაიარე. საუბარია შენს მშობლებზე, რომლებიც ყოველთვის შენს გვერდით იყვნენ..

მამაშენი გეტყვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბში ადგილის შენარჩუნებისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლო!! ის შენგან ბევრს ითხოვს, მაგრამ გულის სიღრმეში მშვიდად იქნები, რადგან უკვე იცი, რაც უნდა გააკეთო..

ამას ვინ დაიჯერებდა? შენ სულ მალე „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებ. შედეგი ჯერ კიდევ არ იცი, მაგრამ ნება მომეცი კიდევ ერთი რჩევა მოგცე.

ითამაშე სახეზე ღიმილით, თითქოს ფუტკარი ხარ..

არ მინდა საუბარი დიდხანს გავაგრძელო, რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩები გელოდება. თან ამის პარალელურად შენს მეგობრებთან მოგიწევს შეხვედრა.

მინდა იცოდე, რომ თუ რაიმე მომენტში შენს კარიერაში ეჭვი შეგეპარება, სიმშვიდე შეინარჩუნე..

ეს არ იქნება ადვილი არჩევანი, რადგან ცხოვრებაში გარანტირებული არაფერია. ასეთ პატარა ასაკში მხოლოდ იმაში იქნები დარწმუნებული, რომ შენი მშობლები შენი და შენი ძმისთვის მსხვერპლს გაიღებენ, რათა არაფერი მოგაკლდეთ. ამას ახლა ვერ წარმოიდგენ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში პატარა და გეყოლება..

ასე რომ, ნუ შეგეშინდება! მიჰყევი იმას, რასაც გული გეუბნება.

ცვლილებების არ შეგეშინდეს!

ნუ შეგეშინდება იმ აკადემიაში მისვლის, სადაც მამაშენი მწვრთნელია. მაშინაც კი, როცა ხალხს შენს შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება.

მე იმის დასტური ვარ, რომ არაფერს ინანებ!

არდადეგების დროს, როდესაც მადრიდის „რეალში“ თამაშობ, ქუჩაში გასასვლელად დროს გამონახავ. ძლიერ ქარს იმ სიმშვიდით შეხვდები, როგორსაც სტადიონზე თამაშის დროს ავლენ..

ზოგიერთი ზედმეტად მშვიდს დაგიძახებს..

მაგრამ ეს ყოველთვის იქნება შენი გზა..“ - მე ედერ მილიტაო ვარ

გაზიარება: