კარლო ანჩელოტი, პაოლო მალდინი
Aa
Aa

„პაოლო, სტამბოლში გნახავ“ - მალდინი ანჩელოტის ზარს იხსენებს

პაოლო მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა და წილისყრის შემდეგ, კარლო ანჩელოტის სატელეფონო ზარი გაიხსენა.

„იცით რა პრობლემაა? კარლო ანჩელოტისაც კი, რომელიც ახლა რეალში მუშაობს, სტამბოლში დაუსრულებელი საქმე აქვს (2005 წელს ლივერპულთან წაგებული ფინალი). მან წილისყრის შემდეგ მალევე დამირეკა და მითხრა:

„პაოლო, სტამბოლში გნახავ, ხომ ასეა?“

ფინალამდე მისვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, კლუბის ისტორია ამის დაჯერების შანსს გვაძლევს. ეს ადრეც მოხდა. როდესაც მარტ-აპრილში ტურნირზე ხარ, შენ შეგიძლია სეზონი რაღაც წარმოუდგენლად აქციო. ჩვენ ეს შესაძლებლობა გვაქვს და გვინდა გამოვიყენოთ. ადვილი არ იქნება ვიცით, მაგრამ გვინდა ვიოცნებოთ. ოცნებების გარეშე ალბათ დღეს უფრო ნაკლები ჩემპიონთა ლიგა გვექნებოდა მოგებული.

ამჟამინდელ შემადგენლობაშიც ბევრი მეოცნებე გვყავს. და კარგია, რომ ისინი არსებობენ და ასეთები არიან. უფრო რეალისტური. მეც მეოცნებე ვიყავი, როცა ვთამაშობდი. მე მიყვარს ოცნება, ჩემი ცხოვრება ოცნება იყო, განსაკუთრებით მაშინ როცა მილანში ვთამაშობდი. ოცნების გარეშე, ალბათ მეც ლიგას ამდენჯერ ვერ მოვიგებდი“.

- ამბობს მალდინი.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლიგაზე „ჩელსის“ დაუპირისპირდება, თუ მათ ბარიერს გადალახავს, შემდეგ „სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულის დამარცხება მოუწევს. „მილანმა“ კი ჯერ „ნაპოლის“ ბარიერი უნდა გადალახოს, რის შემდეგაც „ინტერი“ „ბენფიკას“ შორის საუკეთესოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავტოსადგომზე დაელოდა და სახეში ჩაარტყა - ვალვერდე/ბაენას ინციდენტი
ავტოსადგომზე დაელოდა და სახეში ჩაარტყა - ვალვერდე/ბაენას ინციდენტი