0 ქულით აუტსაიდერია - ცხადაძის გუნდის კატასტროფული სტარტი
ყაზახეთის პრემიერ ლიგაში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა „კასპიიმ“ საწყის ხუთ ტურში 1 ქულაც ვერ მოიპოვა, ყველა თამაში დათმო და ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერია. „კასპიიმ“ მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 13 გაუშვა.
მე-5 ტურში „მაკტაარალმა“ შინ „კასპიი“ 3:1 დაამარცხა. ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მეორე ნახევარში კი კიდევ ორი გოლი შეაგდეს.
„კასპიის“ სასტარტო 11-ეულში გიორგი ფანცულაიასთან ერთად ჯაბა ჯიღაურმა ითამაშა. ცხადაძემ ორივე მათგანი 81-ე წუთზე შეცვალა.
ინსაიდერ Серый CARDINAL-ის ცნობით კახა ცხადაძის გუნდიდან გაშვების შანსი რეალურია, ქართველი მწვრთნელი პოსტის დატოვებას არ გეგმავს, თუმცა თუ შემდეგი მატჩიც დათმო, მას კლუბის ხელმძღვანელები აუცილებლად დაითხოვენ. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, „კასპიიმ“ შესაძლოა ქულის ან ქულების მოპოვების შემთხვევაშიც შეწყვიტოს ცხადაძესთან თანამშრომლობა. მე-6 ტურში „კასპიი“ „ოკჟეტპესსს“ უმასპინძლებს (15 აპრილი).
შეგახსენებთ, ცხადაძე „კასპიის“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის მიწურულს დაინიშნა, თუმცა სეზონის სტარტი „კასპიისთვის“ კატასტროფული გამოვიდა. ცხადაძეს ყაზახურ კლუბში „ამერის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ეხმარება.