სანდრო მამუკელაშვილი, გრეგ პოპოვიჩი, მანუ ჯინობილი
Aa
Aa

პოპოვიჩი: მე ეს მომწონს, სანდროს მანუ ჯინობილის ვამსგავსებ

NBA-ში „სან ანტონიო“ შინ „მინესოტასთან“ 131:151 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ სასტარტო ხუთეულში ითამაშა. მის ატქივში 25:31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაა.

მატჩის შემდეგ „სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილი შეაქო, ქართველი ლეგენდარულ მანუ ჯინობილს შეადარა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა იმ საკითხს ეხებოდა, რომ სანდროს სწრაფად მიცემული პასებისას მისი თანაგუნდელების მარტივად ვერ მოქმედებდნენ. ამის შემდეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილი არგენტინელს შეადარა.

„ამ კუთხით სანდროს მანუ ჯინობილს ვამსგავსებ. მოთამაშეებმა იციან, რომ სანდრო მსგავს სიტუაციებში ასე იქცევა, თუმცა მე ეს მომწონს, რადგან თავისუფლად მოქმედებს და ეს სასიამოვნო საყურებელია“.

მამუკელაშვილის პასებთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემა Airalamo-მ ვრცელი სტატია დაწერა:

„მამუკელაშვილი სან ანტონიოს სათადარიგო ხუთეულის საკვანძო მოთამაშეა და კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გამართულ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სპურსში მამუს საშუალება მისცეს, შეტევები წარმართოს და ფლეიმეიქერის უნარები წარმოაჩინოს. სანდროს შეუძლია, თავისი სიმაღლე გამოიყენოს, რათა მაღალი პასები გააკეთოს, რომლებსაც მეტოქე გუნდის დაცვის ხაზი ვერ შესწვდება. იგი ორივე ხელით კარგად თამაშობს და ეს პარკეტის ნებისმიერი წერტილიდან სახიფათოს ხდის. მამუკელაშვილი თვალების მოძრაობით მეტოქეების მანიპულაციას ახდენს, ცრუმოძრაობებით თავისუფალ სივრცეს აჩენს და როგორც ბურთის მატარებლის, ისე ბლოკების დამყენებლისა და თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციებში დამტოვებლის როლშიც თავს კომფორტულად გრძნობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავტოსადგომზე დაელოდა და სახეში ჩაარტყა - ვალვერდე/ბაენას ინციდენტი
ავტოსადგომზე დაელოდა და სახეში ჩაარტყა - ვალვერდე/ბაენას ინციდენტი