ფედე ვალვერდე
Aa
Aa

ავტოსადგომზე დაელოდა და სახეში ჩაარტყა - ვალვერდე/ბაენას ინციდენტი

ლა ლიგის 28-ე ტურში „რეალისა“ და „ვილიარეალის“ (2:3) მატჩის შემდეგ ერთი ინციდენტი დაფიქსირდა. კერძოდ, ფედე ვალვერდემ მეტოქე გუნდის ნახევარმცველს ალექს ბაენას სტადიონთან ავტომობილების სადგომთან დაელოდა და გამოჩენისთანავე სახეში მუშტი ჩაარტყა.

Marca-ს ცნობით, ვალვერდეს საამისოდ „ძალიან სერიოზული“ მიზეზი ჰქონდა. საქმე ეხებოდა ფედეს ოჯახის დაცინვას, რაც ურუგვაელმა საკმაო ხანს ითმინა და ბაენას შესაბამისი პასუხი გასცა.

სამეფო თასის მერვედფინალში „რეალმა“ რამდენიმე თვის წინ, „ვილიარეალს“ 3:2 მოუგო. იმ შეხვედრაში ბაენა ვალვერდეს სათამაშო ეპიზოდის დროს ეუხეშა, რა დროსაც ურუგვაელს მიაძახა: „იტირე ახლა, რადგან შენი შვილი არ დაიბადება“.

ბაენამ მსგავსი რამ ვალვერდეს შაბათს გამართული მატჩის დროსაც უთხრა, რაც ბუნებრივია ურუგვაელისთვის უმძიმესი მოსასმენი და მოსათმენი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ფედეს ფეხმძიმე მეუღლეს მუცელი მოეშალა და რამდენიმე თვის წინ რთული დღეების გამოვლა მოუხდათ.

როგორც წყარო წერს, ვალვერდემ ბაენას დარტყმის შემდეგ ურჩია მის ოჯახს აღარ შეხებოდა.

თავად ბაენა მომხდარს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ თვლის. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ვალვერდეს თავდასხმის გამო უჩივლოს.

ფედემ კლუბში განაცხადა, რომ მომხდარის გამო არ ამაყობს, მაგრამ მას ამის გაკეთება ოჯახის გულისთვის მოუხდა.

სავარაუდოდ, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყება და მალე შედეგებიც გვეცოდინება. „ვილიარეალის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეოც აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაშვილის 34 გოლი, ხვიჩას მოხსნილი რეკორდი და მე-16 ლოჩოშვილი
იაშვილის 34 გოლი, ხვიჩას მოხსნილი რეკორდი და მე-16 ლოჩოშვილი