მინესოტა ტიმბერვულვზი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 16 ქულა - სპურსი მინესოტასთან დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში „სან ანტონიომ“ „მინესოტას“ უმასპინძლა და 131:151 დამარცხდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ძირითად ხუთეულში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 25 წუთი და 31 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 16 ქულას, 6 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა სანდრო ბოლო მეოთხედში დიდად აღარ დატვირთა და მას სტატისტიკის გაუმჯობესების შანსი არ მიეცა.

მამუკელაშვილმა ცხრა 2-ქულიანი ისროლა და ზუსტი 5 გამოდგა. რაც შეეხება 3-ქულიანებს, სანდრომ 4-დან 2 ზუსტად ჩააგდო. 6 მოხსნიდან სანდროს 3 საკუთარ ფარზე ჰქონდა, ხოლო 3 მეტოქის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „სპურსს“ არაფერი გამოსდის და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა. „სან ანტონიო“ პლეი-ოფში არ ითამაშებს. შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „დალასს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 9 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე აქტიური იყო - მეცმა პაუს ვერ მოუგო
მიქაუტაძე აქტიური იყო - მეცმა პაუს ვერ მოუგო