ნაპოლი, თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა - ვირტუს ბოლონია ნაპოლისთან დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 81:89 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, მაგრამ არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 8 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხუთი 2-ქულიანი ისროლა და ზუსტი ორი აღმოჩნდა. თორნიკემ ორიდან ერთი 3-ქულიანი ჩააგდო და ასევე ერთი საჯარიმო ტყორცნა შეასრულა ზუსტად.

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ სატურნირო ცხრილში მაინც პირველ ადგილზე დარჩა. ასევე შეგახსენებთ, შენგელიას კლუბმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. შემდეგ ტურში, „ბოლონია“ „ტრენტოს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი დააბრუნა და ქომაგები გააგიჟა“ - იტალიური მედია ლოჩოშვილზე
„იმედი დააბრუნა და ქომაგები გააგიჟა“ - იტალიური მედია ლოჩოშვილზე