ზინედინ ზიდანი, მარკო მატერაცი
Aa
Aa

“ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა“ - მატერაციმ ცნობილი ინციდენტი გაიხსენა

ზინედინ ზიდანის და მარკო მატერაცის ინციდენტიდან 17 წელი გავიდა და აქტუალურობას კვლავ არ კარგავს.

იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი Italian Football TV-ს ესტუმრა, სადაც საუბრის დროს მას აღნიშნული ეპიზოდი გაახსენეს, რაზეც მან უპასუხა:

„რაც NBA-ში ხდება, იმასთან შედარებით ჩემი ასეთი საუბარი არაფერია. ზინედინ ზიდანმა თავისი სათამაშო მაისური შემომთავაზა. მე კი ვუპასუხე, რომ მისი და მერჩივნა.”

შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ლეგენდარულმა ფრანგმა მარკო მატერაცის თავი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. მსოფლიო ჩემპიონატი კი იტალიამ მოიგო.

მსგავსი სიახლეები