მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე აქტიური იყო - მეცმა პაუს ვერ მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცი“ „პაუს“ ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და საკმაოდ აქტიური მატჩიც ჰქონდა.

მიუხედავად აქტიურობისა, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა და ვერც საგოლე პასი შეასრულა. „ჯვაროსნების“ შემტევი ბურთს 41-ჯერ შეეხო და 20 პასი გააკეთა. პასების სიზუსტე კი 91% იყო.

მიქაუტაძემ კარში ერთხელ დაარტყა და ისიც ზუსტი აღმოჩნდა. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა 4 დრიბლინგი განახორციელა, საიდანაც წარმატებული მხოლოდ ერთი გამოდგა. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მინდვრიდან 89-ე წუთზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი ბრწყინვალე ფორმაშია და ეს სტატისტიკაზეც აისახა. ამ მომენტისთვის, 22 წლის თავდამსხმელს ლიგა 2-ში 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ/მეორე ადგილს კრასოსთან იყოფს.

ყველა ტურნირზე ერთად კი მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუმ 11 წუთი ითამაშა - კარლსრუეს მოგებამდე ცოტა დააკლდა
ბუდუმ 11 წუთი ითამაშა - კარლსრუეს მოგებამდე ცოტა დააკლდა