თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, იმრან ულად ომარი, გიორგი ხარაიშვილი, ვაგნერ გონსალვეში, ნიკა კაჭარავა, გიული მანჯგალაძე
Aa
Aa

ქართული დერბი საოცარი კულმინაციით - დინამომ ტორპედო დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თბილისის „დინამომ“ გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“ 19-19 ქულით არიან, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერი გია გეგუჩაძის გუნდია. მე-8 ტურში ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩი 12 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყება.

ერთმანეთისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში ანგარიში უსმანე კამარას პასით ულად-ომარ იმრანმა გახსნა, ეპიზოდზე გავლენა თორნიკე კირკიტაძემაც მოახდინა, რომელმაც ბურთი ოსტატურად გაატარა.

78-ე წუთზე ფრანცის ნზაბამ საჯარიმოსთან ახლოს ბურთი დაკარგა, ლაშა შერგელაშვილმა ართმევაზე კარგად ითამაშა, ნიკა კაჭარავამ ტაბიძეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა მანჯგალაძემ ანგარიში გაათანაბრა.

81-ე წუთზე კობოური-ხარაიშვილი-ვაგნერ გონსალვეშის კომბინაცია გოლით დასრულდა. ცვლილებაზე გამოსულმა ვაგნერ გონსალვეშმა „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, მისი გოლით „დინამომ“ ქართული დერბი მოიგო.

მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ქუთაისის „ტორპედოს“ ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარე დავით კერესელიძემ დამაჯერებლად ითამაშა. გარდა ამისა, მანჯგალაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მე-8 ტურში ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩი 12 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო - ლოჩოშვილის მაღალი შეფასება და გამორჩეული მატჩი სერია ა-ში
ერთ-ერთი საუკეთესო - ლოჩოშვილის მაღალი შეფასება და გამორჩეული მატჩი სერია ა-ში