ლოჩოშვილმა სამპდორიას გაუტანა - კრემონეზეს მეორე მოგება სერია ა-ში
სერია ა-ში მორიგი ქართული ისტორია დაიწერა. მიმდინარე ტურში, „კრემონეზე“ სტუმრად „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ლუკა ლოჩოშვილმა შეიტანა, რომელმაც „კრემონეზეს“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა გოლი 86-ე წუთზე გაიტანა. იმ მომენტისთვის, სტუმრები 1:2-ს აგებდნენ და ლუკამ წონასწორობა აღადგინა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სერნიკოლამ გაისროლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, კრემონეზემ სერია ა-ში მეორე მატჩი მოიგო.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში 16 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში კი "ლეჩეს" ესტუმრება.