ფეიქრიშვილის ჰეთ-თრიკი ჯენოასთან - დინამო ფინალში სევილიას შეხვდება
ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირის 1/2-ფინალში თბილისის „დინამოს“ აკადემიის გუნდმა იტალიური „ჯენოა“ 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი მატჩი 16 წლის ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ჩაატარა, მის აქტივში ჰეთ-თრიკია. ასევე, იტალიურ გუნდს საბა სამუშიამ გაუტანა.
თბილისის „დინამოს“ სასტარტო 11-ეული „ჯენოასთან“ ასეთი იყო: საური, გვასალია, მეფარიშვილი, ქელდიშვილი, ხარებაშვილი, წულაია (კ), სამუშია, ფეიქრიშვილი, გულიაშვილი, დანელია, ჩიქოვანი
„დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობა: ტარტარაშვილი, დიაკონიძე, გლუნჩაძე, ჭოლოკავა, ძნელაძე, ნათენაძე, ხუციშვილი, ელისაშვილი
თბილისის „დინამო“ ფინალში „სევილიას“ შეხვდება, ესპანურმა გუნდმა 1/2-ფინალში „მონცა“ 2:0 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა 9 აპრილს, „დინამოს“ აკადემიაში, 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირის A ჯგუფის პირველ ტურში თბილისის „დინამოს“ აკადემიამ იტალიური „მონცა“ 2:0 დაამარცხა. გოლები თორნიკე გულიაშვილმა და ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გაიტანეს. მეორე ტურში „დინამომ“ „ყარაბაღი“ 7:1 დაამარცხა. ამ მატჩში სამუშიამ დუბლი შეასრულა, მის გარდა დანელიამ, ჩიქოვანმა, დიაკონიძემ და ბერელიძემ გაიტანეს. ასევე, 1 გოლი „ყარაბაღის“ ფეხბურთელმა საკუთარ კარში შეაგდო.
ფოტო/ვიდეო: თბილისის „დინამოს“ პრესსამსახური