პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ჯეკ გრილიში
Aa
Aa

“შენგან ბევრად მეტი გვინდა“ - გუარდიოლამ გრილიშს მიმართა

ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტიმ“ 100 მილიონი ევრო გადაიხადა. ინგლისელმა შემტევმა, გასულ სეზონში გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მეტიც, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლებოდა.

მიმდინარე სეზონში, სიტუაცია შეიცვალა და გრილიში გუარდიოლას ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა, თუმცა, როგორც ჩანს პეპს ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებს.

გუარდიოლა:

„დიახ, რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში გრილიში გაცილებით უკეთესია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მისგან გაცილებით მეტი გვსურს. ეს თავად ჯეკმაც იცის. ახლა მას სჯერა, რომ ჩვენი გუნდის ნაწილია. როდესაც გრილიში „სიტიში“ გადმოვიდა თვლიდა, რომ საკმარისად კარგი არ იყო.

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ადაპტაციას რთულად გადიან, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც ეს არ უჭირთ. ჯეკი აქ 1 წლით არ ჩამოსულა. ის „სიტიში“ მრავალი წელი ითამაშებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.“

შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან დღემდე, ჯეკ გრილიშმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 76-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეჩეს თავკაცი: „შანსები გვქონდა, ნაპოლი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალეა“
ლეჩეს თავკაცი: „შანსები გვქონდა, ნაპოლი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალეა“