თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„არ გამოვრიცხავ საქართველომ შოტლანდიას საკუთარი თამაში მოახვიოს“

ამჟამად კვირპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია პირველი არხის სპორტულ გადაცემა „ტაიმ აუტს“ ესტუმრა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ჯგუფზე ისაუბრა.

„ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან მოხვედრას ბევრი მიზეზის გამო არ ვისურვებდი. კვიპროსის ნაკრებმა ციკლი შოტლანდიასთან მატჩით დაიწყო. შოტლანდიელებს 13 ფეხბურთელი პრემიერლიგიდან ჰყავთ, როლებსაც კლუბებში პრაქტიკაც აქვთ და კარგადაც თამაშობენ. ასეთი კონტიგენტით ჯგუფიდან გასვლაზე რატომ არ უნდა იფიქრონ.

ზოგადად ჩვენს ჯგუფში ფავორიტი ესპანეთია, ნორვეგიაც არაა ცუდი გუნდი. 0:3 წაგების მიუხედავად, ესპანეთთან კარგი თამაში აჩვენეს. არ ვიტყვი, რომ კვიპროსს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვს, ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გვინდა ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც ერთა ლიგაზე იბრძოლებს – აქამდე ამ ტურნირზე ორჯერ ვითამაშეთ და ორივეჯერ ბოლო ადგილზე გავედით. ევრო 2024-ის ჯგუფში კი გვინდა, ყველას წინააღმდეგობა გავუწიოთ.

საქართველოსა და ნორვეგიის თამაშის ეპიზოდები ვნახე. ჩვენ კარგი ნაკრები გვყავს, მაგრამ ნორვეგიის ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ, ასეთ გუნდთან ფრე ცუდი შედეგი არ არის. ნორვეგიას მომენტები ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთში იღბალიც მნიშვნელოვანია.

შემდეგი თამაში საქართველოს ნაკრებს ივნისში კვიპროსთან და შოტლანდიასთან აქვს და ეს ორი მატჩი ბევრს გადაწყვეტს. ჩვენც ველოდებით ამ შეხვედრებს. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ – ამას დაუმატეთ კვარაცხელია და მამარდაშვილი, რომელიც საოცარი მეკარეა.

ესპანეთის ნაკრებში შემადგენლობა და სათამაშო სქემა შეიცვალა, ახლა ორი თავდამსხმელით თამაშობენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის დროს რომ ვეთამაშებოდით, ისეთი დონის ფეხბურთელები ჰყავდათ, თამაშამდე ორი კვირა არ მეძინა. ახლაც ძლიერი შემადგენლობაა, თუმცა ადრინდელივით მაინც არაა. პირველი ტურებიდან გამომდინარე, ჯგუფის ფავორიტებად ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს მივიჩნევ.

უნდა ეთამაშა თუ არა ჩაკვეტაძეს ნორვეგიასთან? კრეატივი კარგია, მაგრამ დაცვაშიც უნდა გაიქცე და შეტევაშიც. ჩვენი პრობლემა ყოველთვის ფიზიკური მომზადება იყო. ამ დონეზე დღეს მარტო ის აღარ კმარა, ბურთი რომ იცი და ერთ კვადრატულ მეტრზე ხუთი კაცის მოტყუება შეგიძლია.

ჩვენ შოტლანდიასთან ბოლო წუთებზე რატომ წავაგეთ? მთელი თამაში პრესინგს გვეთამაშებოდნენ და გასაქანს არ გვაძლევდნენ. თავიდან ბევრი მომენტი არც შეუქმნიათ, გოლები მას შემდეგ გაიტანეს, როდესაც ზონები გავუხსენით.

კვარაცხელია და მამარდაშვილი რომ გვყავს ეს კარგია, მაგრამ ესპანეთის, შოტლანდიისა და ნორვეგიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ. შოტლანდიის ნაკრების სათადარიგოთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე იჯდა, წარმოიდგინეთ, რა დონის ნაკრებია. ამიტომ ამ დონეზე ამ ორი მოთამაშის გარდა სხვა ფეხბურთელებიც საჭიროა.

სამწუხაროდ, შესაძლოა, ამ დონეზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრები მზად ჯერ კიდევ არ იყოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, გუნდი შოტლანდიაში ჩავიდეს და ინდივიდუალიზმის ხარჯზე მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს. ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს და შეიძლება ჩვენი გუნდისთვის იქ თამაში უფრო ადვილი იყოს, მაგრამ საერთო ჯამში, რთული შეხვედრები გველის“,

- განაცხადა ქეცბაიამ პირველი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსში, ხოლო 20 ივნისსს შოტლანდიაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ცრუ ცხრიანად? რას გეგმავს სპალეტი მილანთან ლიგაზე?
კვარა ცრუ ცხრიანად? რას გეგმავს სპალეტი მილანთან ლიგაზე?