ლუჩანო სპალეტი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენს ლეჩესთან თამაში უნდოდა, ის მოედანზე მანქანითაც შევა“

ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს 29-ე ტურში „ლეჩეს“ დამარცხების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და მატჩის შეფასებისას ვიქტორ ოსიმენზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. როგორც მოგეხსენებათ, ნიგერიელ ფორვარდს ტრავმა აქვს და „მილანთან“ ლიგაზე მისი თამაში ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

„უნდოდა, თუ არა ოსიმენს ლეჩესთან თამაში? მას ყველა შეხვედრაში თამაში სურს, მაშინაც კი, როცა ის მანქანაშია, მას უნდა, რომ მოედანზე მანქანით შევიდეს. ექიმებმა სწორი გამოსავალი იპოვეს, რადგან გარისკვა არ ღირდა. მას სრული დატვირთვით ჯერ არ უვარჯიშია.

ოსიმენთან ერთად თამაში უფრო მარტივია, რადგან ის სიღრმიდან თამაშობს, ფიზიკურად ძლიერია და კარგ პრესინგს მიმართავს. პრესინგის თამაში უფრო ადვილი ხდება, როცა ბურთს მისი მიმართულებით უშვებ. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ფორმას სრულად აღიდგენს და დაგვიბრუნდება“.

- აღნიშნა სპალეტიმ.

იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ ნიგერიელი „როსონერისთან" შეხვედრისთვის მზად იქნება. როგორც მინიმუმ სამატჩო განაცხადში მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ პირველი მეოთხედფინალური მატჩი 12 აპრილს, 23:00 საათზე „სან სიროზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან სხვა კვარაა საჭირო“ - როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს
„მილანთან სხვა კვარაა საჭირო“ - როგორ გამოეხმაურა იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს