საბოლოო ვადამდე 30 წუთით ადრე | პერეირამ და ადესანიამ წონა დააფიქსირეს
UFC 287-ზე სუპერ ბრძოლა გველოდება. საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ისრაელ ადესანია ალექს პერეირას დაუპირისპირდება და დაკარგული ტიტულის დაბრუნებას შეეცდება. ამ წუთებში, აწონვების ცერემონია მიმდინარეობს და წონა ორივე მებრძოლმა ჩააბარა.
სასწორზე პირველი „უკანასკნელი სტაილბენდერი“ გამოჩნდა და 83.68 კილოგრამი დააფიქსირა. წონის დაფიქსირება ცოტათი გაუჭირდა ჩემპიონ პერეირას. ეს უკანასკნელი ასაწონად საბოლოო ვადამდე 30 წუთით ადრე გავიდა და მისი წონა 83.91 კგ გახლავთ.
First to the scale, Israel Adesanya weighs in at 184.5 lbs ahead of #UFC287 ???? pic.twitter.com/eQVmGtEUBK
— ESPN MMA (@espnmma) April 7, 2023
ცნობისთვის, წონა ჩააბარეს გილბერტ ბერნსმა და ხორხე მასვიდალმა, რომელთა დაპირისპირებაც ქო-მეინ ივენთი გახლავთ. პრობლემები არც რობ ფონტსა და ადრიან იანესს შეჰქმნიათ და ერთი სიტყვით, კვირას დილით, ძალიან საინტერესო ჩხუბები გველოდება.
???????????????????? Pesée validée pour Pereira !! Il est ultra sec !
— RMC Sport Combat (@RMCSportCombat) April 7, 2023
???? Sa revanche face à Adesanya s’annonce épique en main event de l’#UFC287 !
???? Dimanche à 2h sur RMC Sport 2 pic.twitter.com/GK8sYGGQMP
შეგახსენებთ, რომ ადესანიასა და პერეირას დაპირისპირება თბილისის დროით, დაახლოებით 06:00-დან დაიწყება.