ხვიჩა კვარაცხელია, დინო ძოფი
Aa
Aa

დინო ძოფი: „იტალიაში ყველაზე მეტად კვარა მომწონს“

ლეგენდარულმა მეკარემ, დინო ძოფიმ Tuttomercatoweb-ის რადიოს ინტერვიუ მისცა და იტალიურ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ძოფის იტალიაში მოასპარეზე რჩეული ფეხბურთელის დასახელებაც სთხოვეს და დინომ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„დღესდღეობით, იტალიაში მოთამაშე რომელი ფეხბურთელი მომწონს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია. რას ვიტყოდი ნაპოლისა და მილანის მატჩზე? ვფიქრობ, ორივე გუნდი ნერვიულობს. პარტენოპეიმ ყველაფერი მშვენივრად გააკეთა, მაგრამ მაინც მოუწია მონაწილეობა მიეღო მატჩში, რომელიც მისთვის ძალიან ცუდად დასრულდა. ფავორიტს ვერ ვხედავ. ნაპოლიმ თავისი სიძლიერე აჩვენა, მაგრამ ამ გუნდების ბოლო შეხვედრამ მილანს თვითრწმენა მისცა, თუმცა, მცირე უპირატესობა ალბათ, სპალეტის გუნდის მხარესაა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 24 მატჩში 12 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა. მას ოსიმენი (21), ლაუტარო მარტინესი (14) და ადემოლა ლუკმენი (13) უსწრებენ. სამაგიეროდ, ხვიჩამ ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა (10).

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ და „მილანი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 12 აპრილს, „სან სიროზე“ ჩატარდება, საპასუხო მატჩი კი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული, ნახევარფინალში „ინტერსა“ და „ბენფიკას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს სასურველ გუნდში ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ“
„ჩემს სასურველ გუნდში ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ“