ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ, ვალენტინ ჟონდრე
Aa
Aa

„საუკეთესოს წინააღმდეგ თამაში პროგრესში გეხმარება“ - ლეჩეს მცველი კვარაზე

„ლეჩეს“ ფრანგმა მცველმა ვალენტინ გენდრიმ Footmercato-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კითხვაზე თუ რომელმა გუნდმა და რომელმა მოთამაშემ მოახდინა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, გენდრი შემდეგს პასუხობს:

„ნაპოლი“ ნამდვილად ძლიერი გუნდია, სერია ა-ში დომინირებს. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ლეაუ ტექნიკურად ძლიერია, სწრაფია. ასევე, ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელია. მათ წინააღმდე თამაში პროგრესში გეხმარება, კონცენტრირებული უნდა იყო, მათთან თამაშშის შემდეგ შენი სათამაშო დონე მაღლდება. უპირატესობას საუკეთესოს წინააღმდეგ თამაშს ვანიჭებ. ვგულისხმობ, ლეაუსა და კვარაცხელიას, საუკეთესოები არიან, გუნდებში კი ასეთი „ნაპოლია“.

სერია ა-ს 29-ე ტურში „ლეჩე“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 7 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, ამ მატჩში გენდრი ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშებს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 24 მატჩში 12 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა. მას ოსიმენი (21), ლაუტარო მარტინესი (14) და ადემოლა ლუკმენი (13) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 31 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ბავშვი, ვისაც ხვიჩა დაარქვეს | კვარამანია ნეაპოლში
პირველი ბავშვი, ვისაც ხვიჩა დაარქვეს | კვარამანია ნეაპოლში