„ქამრის დედაც! მისი თავისთვის მოვდივარ“ ადესანია-პერეირას პრესკონფერენცია
UFC 287-ის დაწყებამდე საათები რჩება და მაიამიში გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენა ისრაელ ადესანიასა და ალექს პერეირას დაპირისპირებაა. ჩხუბამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და ადესანია და პერეირა გულშემატკივრების წინაშე წარდგნენ.
რა თქვა პერეირამ
„ადესანია სრულყოფილი და სახიფათო მებრძოლია, რომელიც მეტოქეების სუსტ წერტილებს სათავისოდ იყენებს. ყურადღება არც ერთი წამით არ უნდა მოვადუნო, რადგან მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისრაელთან გამართულ წინა 3 ბრძოლაზე არ ვფიქრობ. ის ყოფილი ჩემპიონია და ძველ დაპირისპირებებზე რომ ვიფიქრო, არაფერი გამომივა. ამ ჩხუბზე ვარ ორიენტირებული, ამ ჩხუბისთვის ვვარჯიშობდი და ამ ჩხუბისთვის ვემზადებოდი! ადესანიასთან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ომი მელოდება. როგორც აღვნიშნე, წინა 3 ჩხუბი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არ მგონია, იზიმ ეს მოახერხოს და ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნება. უდიდეს პროგრესს მივაღწიე, ადესანია კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. მას მშვენივრად მოეხსენება, რა სახიფათო ვარ და რის გაკეთება შემიძლია“.
რა თქვა ადესანიამ
„პერეირამ მებრძოლი სულითა და რთული მდგომარეობიდან გამოსვლის უნარით გამაკვირვა. ლაპარაკის დრო აღარაა და შაბათ საღამოს მე გაჩვენებთ როგორი მებრძოლი სული მაქვს. საჩემპიონო ქამარი? ტიტულის დედაც! მისი თავისთვის მოვდივარ! ეს ჩემი მომენტია ემინემის 8 მილიდან. ერთი შანსი, რომლის გამოსაყენებლადაც ყველაფერი გავაკეთე! მაქსიმუმი გავიღე, რომ შაბათ საღამოს ამ კაცს საშინელებები დავმართო“.
შეგახსენებთ, რომ ადესანიასა და პერეირას დაპირისპირება თბილისის დროით, დაახლოებით 06:00-დან დაიწყება.