ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„მცველებთან 5 მეტრი უნდა დავიცვა“ - ოსიმენი კვარაზე და სპალეტის ტაქტიკაზე

ვიქტორ ოსიმენი, რომელიც „ნაპოლის“ ტრავმის გამო აკლია, France Football-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე საუბრობს.

მწვრთნელებთან ურთიერთობა

„ჩემთვის ბოლო რამდენიმე სეზონში მწვრთნელებთან ურთიერთობა ფუნდამენტური იყო. ჯენარო გატუზოსთან ვალში ვარ, რადგან მან მოტივაცია მომცა და თვითშეფასება ამიმაღლა, მაგრამ სპალეტისთან ერთად მე კიდევ უფრო გავიზარდე, იმ მოთმინებისა და შრომის წყალობით, რომელსაც მწვრთნელი ატარებდა“.

სპალეტის ტაქტიკა

„სპალეტიმ მთხოვა დინამიტი ვყოფილიყავი. მეტოქის დაცვაში ერთგვარ დინამიტად უნდა გადავქცეულიყავი. ჩვენ ერთად გავაანალიზეთ ჩემი სისწრაფე, გადაადგილება, რეაქციის დრო პასების გაკეთების მომენტში და იდეალური მანძილი, რომელიც მცველებს შორის უნდა დამეცვა. 5 მეტრი არის მანძილი, რომელიც შემიძლია უფრო სწრაფად დავფარო და ეს ის მანძილია, რომელიც მცველებთან უნდა დავიცვა. ამ გზით, ჩვენ უფრო სწრაფი და აგრესიული შემტევი ვერსია შევიმუშავეთ, რომელიც საშუალებას მაძლევს პირდაპირ გოლზე ვიყო დაგეშილი ან პრესინგის დროს თანაგუნდელის გათავისუფლება შევძლო. მოვახდინო ზეწოლა, ან უბრალოდ კიდევ ერთხელ, დახმარება გავუწიო კვარაცხელიას“.

რას ნიშნავს ჩემთვის ნაპოლი

„ჩემთვის დიდი პატივია ვითამაშო გუნდში, რომელშიც მარადონა ასპარეზობდა. ჩემი სურვილი ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგებაა, რადგან ნეაპოლელთა სახეებზე სიხარული ვნახო. საჩემპიონო ზეიმამდე ვეღარ ვითმენ.

მე ვიცი 1987 და 1990 წლების ტრიუმფების შესახებ. ახლა მაინტერესებს გავარკვიო, თუ რისი ორგანიზება შეუძლიათ ნეაპოლელებს“.

შეგახსენებთ, რომ იტალიური პრესა ვიქტორ ოსიმენის მოედანზე დაბრუნებას 12 აპრილს, „სან სიროზე“ „მილანის“ წინააღმდეგ გასამართ პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ელიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს სასურველ გუნდში ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ“
„ჩემს სასურველ გუნდში ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ“