ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი მესის: ბარსაშიც იმ პოზიციაზე ითამაშებ, როგორც არგენტინის ნაკრებში

მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება ყოველდღიურად მეტ აქტუალობას იძენს და სულ უფრო რეალური ხდება.

ესპანური პრესა გამუდმებით წერს, რომ დიდ დაბრუნებაში მთავარი მოქმედი პირი ჩავი ერნანდესია, რომელსაც მესისთან ხშირი სატელეფონო საუბარი აქვს და მას არწმუნებს, რომ „კამპ ნოუზე“ უნდა დაბრუნდეს.

გარდა ამისა, ჩავი მესის უხსნის, თუ როგორი იქნება მისი პოზიცია მოედანზე, თუ ლეო კვლავ „ბარსას“ მაისურს მოირგებს. BBC-ის ჟურნალისტი გილემ ბალაგე წერს, რომ არგენტინელი „ბარსელონაში“ იმ პოზიციაზე ითამაშებს, სადაც ბოლო წლებში არგენტინის ნაკრებში უწევდა - საყრდენი ნახევარმცველების წინ.

ბალაგეს თქმით, მესიმ ჩავის სიტყვებით ბედნიერია და მისი ტაქტიკური ხედვა მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ მესი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და პსჟ-ს დატოვება უპრობლემოდ შეეძლება. ლეო „ბარსელონას“ წინადადებას ელის. კლუბი კი ტრანსფერის მოგვარებას ზედმეტი ხმაურისა და წინასწარი დაპირებების გარეშე გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატერაცი ჟოზეზე: „ვუთხარი წადი შენი-მეთქი, რადგან ბენიტესთან დამტოვა“
მატერაცი ჟოზეზე: „ვუთხარი წადი შენი-მეთქი, რადგან ბენიტესთან დამტოვა“