ჟოზე მოურინიო, მარკო მატერაცი
Aa
Aa

მატერაცი ჟოზეზე: „ვუთხარი წადი შენი-მეთქი, რადგან ბენიტესთან დამტოვა“

„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო მატერაციმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. იტალიელმა მცველმა გაიხსენა დღე, როცა „განსაკუთრებულმა“ „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და გაგვიზიარა, ჟოზეს როგორ დაემშვიდობა.

„მოურინიო განსაკუთრებული იყო. მან ჩვენი შვილებისა და მეუღლეების სახელებიც იცოდა. ასეთი რამ ჩემს კარიერაში არავის გაუკეთებია. სიმართლე გითხრათ, ჟოზეს ქმედება დიდად არ გამკვირვებია, მაგრამ ჩემს მეუღლესთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირად იყო. როცა ჟოზე მას შეხვდა და უთხრა გამარჯობა დანიელაო, ის გაოცდა. მოურინიოს წასვლას რაც შეეხება, ვუთხარი, წადი შენი-მეთქი, რადგან რაფაელ ბენიტესთან დამტოვა“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი „ინტერის“ თავკაცის პოსტზე 2008 წელს დაინიშნა და კლუბს ტრებლი მოაგებინა. 2010 წელს, მან „ნერაძური“ დატოვა და „რეალში“ აღმოჩნდა, მის ნაცვლად კი ზემოთ ხსენებული ბენიტესი დაინიშნა, რომელმაც მილანელთა იმედები ვერ გაამართლა.

მატერაცის რაც შეეხება, მან „ინტერი“ 2011 წელს, კლუბში ჩატარებული 270 მატჩის შემდეგ დატოვა. 2014 წელს, იგი ინდოეთში წავიდა და „ჩენაიინის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდა, თუმცა დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი 50 000-ს მიიღებს | მანქანას ლიანა ჯოჯუა დაეხმარა
მერაბი 50 000-ს მიიღებს | მანქანას ლიანა ჯოჯუა დაეხმარა