რომელუ ლუკაკუ, ხუან კუადრადო
Aa
Aa

კუადრადო 3 მატჩს გამოტოვებს, ლუკაკუ - ერთს | სპორტული სასამართლოს ვერდიქტი

იტალიის სპორტულმა სასამართლომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის თასის ნახევარფინალში გამართულ შეხვედრაში, „ბიანკონერის“ ქომაგებმა რომელუ ლუკაკუს მისამართით მაიმუნის მსგავსი ხმები გამოსცეს და ამის გამო, დაისაჯნენ.

Football Italia-ს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ საშინაო არენის ტრიბუნების ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც Tribuna Sud-ის სახელითაა ცნობილი, „იუვეს“ მომდევნო მატჩისას დახურული იქნება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 23 აპრილს „ნაპოლის“ დაუპირისპირდება და „პარტენოპეისთან“ შეხვედრისას Tribuna Sud-ზე გულშემატკივრები არ იქნებიან.

„ბიანკონერის“ ქომაგების გარდა, სასჯელი ფეხბურთელებმაც მიიღეს. ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მოთამაშეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მის მონაწილეებს დისკვალიფიკაცია მისცეს. ხუან კუადრადო 3 თამაშს გამოტოვებს და 10 000 ევროს გადახდა მოუწევს. მისი თანაგუნდელი, სამირ ჰანდანოვიჩი 1 მატჩს იუქმებს და 10 000 ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო ლუკაკუ ასევე 1 მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი 26 აპრილს, „სან სიროზე“ გაიმართება და ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიდსის ვარიანტიც არსებობს | რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ
ლიდსის ვარიანტიც არსებობს | რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ