ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

მერაბი 50 000-ს მიიღებს | მანქანას ლიანა ჯოჯუა დაეხმარა

საბრძოლო ორგანიზაციის, ONE Championship-ის მებრძოლმა, ანატოლი მალიხინმა განაცხადა, რომ სიტყვა შეასრულა და მერაბ დვალიშვილს წაგებული თანხა გადაურიცხა. მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 აშშ დოლარი მოიგო, რომლის მიღებაშიც MMA-ის მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა დაეხმარა.

„მერაბთან რეგულარული კონტაქტი მქონდა. ვეუბნებოდი, რეკვიზიტები მოეცა, სადაც ფულს გადავურიცხავდი და ამის გაკეთება მხოლოდ ერთი გზით შემეძლო. დვალიშვილი რატომღაც რეკვიზიტებს არ მიგზავნიდა და მისი და პიოტრ იანის ჩხუბის შემდეგ, მესამე პირი, ლიანა ჯოჯუა გამოჩნდა, რომელმაც ნორმალური რეკვიზიტები ჩამიგდო და ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა.

თანხის გადარიცხვის პროცესი დავიწყეთ და ვფიქრობ, მერაბი კმაყოფილია, რადგან მომდევნო ბრძოლისთვის მისი მოსამზადებელი კემპის სპონსორი მე ვარ. ახლა მასთან შეხვედრას ველოდები. მართალია, მერაბს რუსული ცუდად ესმის, მაგრამ მგონია, რომ კარგად გაიგებს, რასაც ვეტყვი“, - განაცხადა მალიხინმა Sport24.ru-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა, რომელიც მალიხინის ახლო მეგობარია. „მანქანამ“ ფენომენალურად იასპარეზა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - მიქაუტაძის ფასი გაორმაგდა
ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - მიქაუტაძის ფასი გაორმაგდა