გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - მიქაუტაძის ფასი გაორმაგდა

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს, რაც მის სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახა. ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ახალგაზრდა თავდამსხმელის ფასი განაახლა და მიქაუტაძე 6 მილიონ ევროდაა შეფასებული.

საინტერესოა, რომ 2022 წლის 28 ოქტომბრის მონაცემებით, ქართველი ფეხბურთელი Transfermarkt-ზე 3 მილიონი ევრო ღირდა. „მეცის“ შემტევის ფასმა 2-ჯერ მოიმატა და საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მასზე ძვირად მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელია შეფასებული - ხვიჩა კვარაცხელია (85 მილიონი), გიორგი მამარდაშვილი (25 მილიონი).

გეტყვით იმასაც, რომ ლიგა 2-ში, მიქაუტაძის უშუალო მდევრები ჯოშ მაია, ჟან-ფილიპ კრასო და არუნა სანგანტე არიან, რომელთა ფასიც 4 მილიონი ევროა. მე-5 პოზიციაზე კი იანის ანტისტი იმყოფება - 3.5 მილიონი ევრო. ზურიკო დავითაშვილის ფასი 2 მილიონია.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ლიგა 2-ის 28 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი და მის ანგარიშზე 7 შედეგიანი გადაცემაცაა. გიორგის „მეცს“ 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს. ფრანგული კლუბი მომდევნო შეხვედრას „პაუს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორტეგა თოფურიას აფრთხილებს: „ტოპ 5 საერთოდ სხვა სამყაროა“
ორტეგა თოფურიას აფრთხილებს: „ტოპ 5 საერთოდ სხვა სამყაროა“