გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლიდსის ვარიანტიც არსებობს | რამდენს ითხოვს ვალენსია მამარდას სანაცვლოდ

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი რამდენიმე დღეა, უცხოური გამოცემების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. ახლახან, „მამარდაზე“ ესპანურმა Fichajes-მა დაწერა და განაცხადა, რომ „ჩეს“ ფეხბურთელს „ლიდსიც“ აკვირდება.

ბოლო დღეებში, მამარდაშვილი „პორტუს“, „ჩელსის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ტოტენჰემსა“ და „ლესტერს“ დაუკავშირეს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „მელიები“ მთავარი ფავორიტები არიან და ზაფხულში მის გაფორმებას შეეცდებიან. ფინანსური მხარეები პრობლემას არც ერთი კლუბისთვის წარმოადგენს და „ლიდსი" მოვლენების განვითარებას თვალს აქტიურად ადევნებს.

საინტერესოა, რომ Fichajes-ი იმ თანხასაც ასახელებს, რომელსაც „ღამურები“ მამარდაშვილის სანაცვლოდ მოითხოვენ. აქამდე იწერებოდა, რომ „ჩე“ 30-35 მილიონ ევროს დათანხმდებოდა, მაგრამ ესპანური გამოცემის მიხედვით, „ვალენსიას“ მინიმუმ 40 მილიონის მიღება უნდა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27-ვე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში | კვერნაძის ტრანსფერთან ახლოს არიან
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში | კვერნაძის ტრანსფერთან ახლოს არიან