ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ვიერი, ჯორჯ ბესტი, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

„ძალიან მომწონს მისი ხასიათი“ - ძოლამ კვარაზე ისაუბრა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ პროფესიონალური ფეხბურთელობის შემთხვევაში, „ნაპოლის“ ამჟამინდელ შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება.

კითხვაზე, მიიღებდა თუ არა დღევანდელ „ნაპოლი“ თამაშის შანსს, ძოლა პასუხობს: „კარგი კითხვაა, ყველა იბრძვის „ნაპოლის“ სასტარტოში მოსახვედრად. ამისთვის ბევრი მუშაობა დამჭირდებოდა და შესაძლოა, ძალიან ცოტა დრო მიმეღო. როდესაც მათ თამაშს ვუყურებ, ვფიქრობ, „ვაუ“, რა მშვენიერია. მათი ძალა არამხოლოდ ინდივიდზე, არამედ გუნდურობაზეცაა.

56 წლის ვეტერანმა „ნაპოლის“ შემადგენლობიდან განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„კვარას შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი და როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, მალევე შემექნა უმაღლესი წარმოდგენა. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, ასევე გუნდურიც. მას აქვს ბრწყინვალე ხასიათი და ამ მხრივ, კიდევ უფრო იზრდება. ნამდვილად ჰგავს ჯორჯ ბესტს, საუკეთესოა!“

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს კრისტიან ვიერიმაც შეადარა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა. „პარტენოპეიში“ ჩატარებულ 31 მატჩში ქართველმა შემტევმა 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა კვარაცხელია
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა კვარაცხელია